Important projects implemented by the Sakdrisi committee in 2023

Important projects implemented by the Sakdrisi committee in 2023 In 2023, “Sakdrisi Committee for Cultural Heritage” implemented several important projects in the direction of the promotion and protection-preservation of Georgian cultural monuments. At the end of the year, we will inform the public of the important activities carried out by our organization: Research: “Cultural Heritage … More Important projects implemented by the Sakdrisi committee in 2023

საყდრისის კომიტეტის მიერ 2023 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები

საყდრისის კომიტეტის მიერ 2023 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები 2023 წელს „საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ქართული კულტურული ძეგლების პოპულარიზაციისა და დაცვა-შენარჩუნების მიმართულებით. წლის მიწურულს, საზოგადოებას შეჯამების სახით გავაცნობთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებს: კვლევა: „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში ომიდან 30 წლის შემდეგ“ აფხაზეთის ომიდან 30 წლის შემდეგ, ორგანიზაციის აქტივისტებმა … More საყდრისის კომიტეტის მიერ 2023 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები

ხულუტის ციხის რეაბილიტაცია დასრულდა!

ხულუტის ციხე-დარბაზის სამეტაპიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა ხულუტის ციხე-დარბაზი მდებარეობს მდინარე ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. აგებულია XVIII საუკუნის I მესამედში ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილის მიერ. შედგება 2 ნაწილისაგან; ორივეში ჩაყოლებულია თითო, გალავანში კი – 5 კოშკი. თითოეული მათგანი უპირველეს ყოვლისა საცხოვრებელი დანიშნულებისაა, შემდეგ კი – საბრძოლო. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ფუნქციით კოშკისებრი სასახლეა, მის მთელ სიმაღლეზე შუაზე ჰყოფს კედელი, … More ხულუტის ციხის რეაბილიტაცია დასრულდა!

“RMG Cooper”-ის II სანაყაროზე რეკულტივაციის სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს

“RMG Cooper”-ის II სანაყაროზე რეკულტივაციის სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს მეორე სანაყარო სხვა სანაყაროებისგან გამოირჩეოდა იმით, რომ აქ ნიადაგი აგრესიულია, წლების მანძილზე  უნაყოფო იყო და მასზე ბალახიც კი  არ ხარობდა. უკვე ორი წელია, “RMG Cooper”-ის II სანაყაროს ტერიტორიის ნაწილზე მიმდინარეობს საცდელი სარეკულტივაციო სამუშაოები პარლამენტთან არსებული “ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი”-ს წევრის, მეცნიერ გურანდა ავქოფაშვილის … More “RMG Cooper”-ის II სანაყაროზე რეკულტივაციის სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს

მცხეთაში აეროდრომის მშენებლობა დღემდე შეჩერებულია

2016 წლის მაისში, “საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობისთვის” მცხეთაში აეროდრომის ასაფრენი ბილიკის მშენებლობა შეაჩერა.  მშენებლობა დღემდე შეჩერებულია! .

სათხის VIII-XI საუკუნეების მონასტერი საფრთხეშია!

სათხის VIII-XI საუკუნეების მონასტერი საფრთხეშია! სათხის მონასტერი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი, დაბა კაზრეთი) გამორჩეულია თავისი უნიკალური ჩუქურთმებით, შთამბეჭდავი ქვის დეკორით, კედლის მხატვრობით (რომელიც, ფაქტობრივად, აღარ იკითხება) და კანკელით, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის საგანძურის ფონდში ირიცხება. „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტივისტები მივმართავთ საქართველოს კულტურის მინისტრს – ქ-ნ თეა წულუკიანს და საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს – ბ-ნ ნიკოლოზ … More სათხის VIII-XI საუკუნეების მონასტერი საფრთხეშია!

“RMG Copper”ის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის პირობების შეცვლის პროექტის გზშ-ს განხილვა. 3.10.2023

“RMG Copper”ის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის პირობების შეცვლის პროექტის გზშ-ს განხილვა დაბა კაზრეთში. 3.10.2023 3 ოქტომბერს, დაბა კაზრეთში კომპანია”RMG Copper“ის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის პირობების შეცვლის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. წარმოდგენილი დოკუმენტი გამამდიდრებელი ფაბრიკის წარმადობის გაზრდას და დამატებითი ინფრასტრუქტურის – შემასქელებლების, სატუმბი ნაგებობის და მადნის სამსხვრევის მოწყობას ითვალისწინებს. საჯარო განხილვა გარემოს … More “RMG Copper”ის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის პირობების შეცვლის პროექტის გზშ-ს განხილვა. 3.10.2023

მონიტორინგი “ბნელ ხევში”. 7.09.2023

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრები ირაკლი მამალაძე და დარეჯან ბრეგვაძე 7 სექტემბერს მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბნელი ხევის ტერიტორიაზე, სადაც კომპანია RMG-ს წარმომადგენელ გიორგი კომახიძესთან ერთად, დაათვალიერეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, კერძოდ, შუა საუკუნეების ნამოსახლარი და ბნელი ხევის მონასტრის ნაშთები, რომელიც, სავარაუდოდ, VIII-X საუკუნეებით თარიღდება. აქტივისტებმა დაათვალიერეს და დაასურათეს აღნიშნული ძეგლები, ტაძრის ქვებზე შემორჩენილი ქრისტიანული … More მონიტორინგი “ბნელ ხევში”. 7.09.2023

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით

“საყდრისის კომიტეტი” შეძრული ვართ რაჭაში, კურორტ შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენებით. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. იმედით შევყურებთ სამაშველო ოპერეციას, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ღმერთმა გააძლიეროს განსაცდელში მყოფი მოქალაქეები *** ტვ “იმედი”. 4 აგვისტოს სიუჟეტი *** გაეროს განცხადება შოვში მომხდარი მეწყერის შესახებ “შოვში განვითარებული მეწყერი მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ … More შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით

ფიტარეთის მონასტრის ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო

ფიტარეთის მონასტრის ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო ბოლო ერთი წელია, „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ფიტარეთის მონასტრის ფრესკების გადარჩენას და საკონსერვაციო სამუშაოების დაწყებას ითხოვდა. აღნიშნული საკითხი თავად რესტავრატორებმაც მწვავედ დააყენეს კულტურის სამინისტროს წინაშე, რის შედეგადაც ფიტარეთში გასულ კვირას დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობს გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები. #საყდრისისკომიტეტისგან ისილეთ ვიდეო ბმულზე https://www.facebook.com/SakdrisiCommittee/videos/1444401206400858/?ref=embed_video :