მონიტორინგი კომპანია “RMG Copper”-ის საწარმოო ტერიტორიაზე. 24.11.2022

sanayaro3-4.24.11.2022

24 ნოემბერს სამუშაო ჯგუფის წევრები მონიტორინგის მიზნით კომპანია “RMG Copper”-ის საწარმოო ტერიტორიაზე იმყოფებიდნენ.

სიტუაციის რეალურად შეფასებისთვის ვიზიტი წინასწარი შეთანხმების გარეშე განხორციელდა.
მონიტორინგის მიზანს მადნეულის კარიერის III და IV სანაყაროების ძირში დრენირებული (მჟავე) წყლების წყალშემკრებების მდგომარეობა წარმოადგენდა. აქტივისტების მოთხოვნით მათთან ერთად კომპანიის გარემოსდაცვითი სამსახურის წარმომადგენელიც იმყოფებოდა.
 
III სანაყაროს ძირში მიუხედავად მჟავე წყლების დინებისა სალექარი მუშა მდგომარეობაშია და წლის ატუმბვა საწარმოო ციკლისთვის ფაბრიკაში ხდება. მდინარე ფოლადაურში ჩამავალი ხევიც ამჯერათაც მშრალია. (იხილეთ ვიდეო)
On November 24, the members of the working group visited the production area of ​​the RMG Copper company for the purpose of monitoring.
 To assess the situation in reality, the visit was made without prior agreement.
 The purpose of the monitoring was the condition of the drained (acidic) water reservoirs at the bottom of the III and IV waste dumps of the Madneuli quarry. At the request of the activists, a representative of the company’s environmental service was also present with them.

 In spite of the flow of acidic water at the bottom of the III waste dump, the sedimentation tank is in working condition and the annual pumping is done in the plant for the production cycle. The gully flowing into the Foladauri river is also dry this time. (see video)

***

IV სანაყარო

სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ დათვალიერებული იქნა ასევე IV სანაყაროს ძირში დრენირებული (მჟავე) წყლების წყალშემკრებები, სალექრები და გამწმენდი ნაგებობა.
 მჟავე წყლების მცირე რაოდენობის გამო რაც მეტწილად მშრალი ამინდებით არის გამოწვეუული გამწმენდი ნაგებობის ჩართვის აუცილებლობა არ დგას. მჟავე წყლების არსებული რაოდენობის ატუმბვა ფაბრიკაში ხდება საწარმოო ციკლში გამოსაყენებლად.
 დრენირებული წყლების წყალშემკრებთან არსებული ხევი, რომელიც წლების განმავლობაში მდინარე ფოლადაურის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენდა ამჯერათაც მშრალია. (იხილეთ ვიდეო)
 III და IV სანაყაროების მონიტორინგი უფრო ინტენსიურად ტრადიციულად უხვი ნალექის პერიოდში გაგრძელდება, რა დროსაც დაბინძურების რისკი როგორც წესი იზრდება.
 On November 24, the members of the working group also inspected the drainage (acidic) water reservoirs, sediments and treatment plant at the bottom of the IV waste dump.
 Due to the small amount of acidic water, which is mostly caused by dry weather, there is no need to turn on the purification plant. The available amount of acidic water is pumped to the factory for use in the production cycle.
 The gully near the drained water catchment, which was one of the main sources of pollution of the Foladauri river for years, is dry even now. (See the video)
 Monitoring of waste dumps III and IV will continue more intensively during periods of heavy rainfall, during which the risk of pollution usually increases.

***
II სანაყარო
სამუშაო ჯგუფის წევრებმა “RMG Copper”-ის მონიტორინგის დროს ასევე მოისმინეს ინფორმაცია II სანაყაროს რეკულტივაციის მიმდინარეობის შესახებ.
 მადნეულის კარიერის II სანაყაროზე რეკულტივაციის სამუშაოები სამუშაო ჯგუფის წევრის, მეცნიერის – გურანდა ავქოფაშვილის მეთოდით მიმდინარეობს.
 რეკულტუვაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ 👇🏻
sanayaro2.24.11.2022


One thought on “მონიტორინგი კომპანია “RMG Copper”-ის საწარმოო ტერიტორიაზე. 24.11.2022

Leave a comment