კულტურის მინისტრი “ოქროს ურო 2016”-ის მფლობელია

საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფისთვის სპეციალური “ჯილდო” დააწესა საყდრისის აფეთქებიდან ორი წლის თავზე, საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფისთვის სპეციალური “ჯილდო” დააწესა, რომელიც ყოველი წლის 13 დეკემბერს გაიცემა. “ჯილდო” წელს კულტურის მინისტრს მიენიჭა. მიხეილ გიორგაძე საყდრისის კომიტეტმა “ოქროს უროთი” დააჯილდოვა. საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელ ირაკლი მამალაძის განცხადებით, მიხეილ გიორგაძეს პრიზი საყდრისის აფეთქებაში განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემა. დაჯილდოება ტრადიციული … More კულტურის მინისტრი “ოქროს ურო 2016”-ის მფლობელია

პრესკონფერენცია ვარძიაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით

საყდრისის კომიტეტის წევრის ნინო ბურჭულაძის პრესკონფერენცია “პრაიმტაიმის” პრესკლუბში 3 ნოემბერი, 2016 ვარძიაში უნიკალური, ისტორიულ-კულტურული ფრესკები გაიჭვარტლა. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების განცხადებით ამის მიზეზი სასულიერო პირების ქცევაა. როგორც დღეს ბრიფინგზე კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, უნიკალურ ისტორიულ დარბაზებში ბერები და მორჩილები ცხოვრობენ და კულტურული ძეგლი თვითნებურად არის გადაკეთებული რაც დამატებით აზიანებს უძველეს ძეგლს.

ე.წ საყდრისის მუზეუმის აშენება მორიგი სიცრუე აღმოჩნდა

26.09.2026 ე.წ საყდრისის მუზეუმი, რომელიც უნიკალური მაღაროს აფეთქების სანაცვლოდ უნდა აშენებულიყო, მორიგი სიცრუე აღმოჩნდა, – ამის შესახებ საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი თქმით, RMG GOLD-ის წარმომადგენლები ბოლნისში მხოლოდ მუზეუმის შენობის აშენება-გარემონტებას აფინანსებენ,ხოლო საყდრისის ექსპოზიციის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია არა აქვთ. მათივე განმარტებით, საყდრისის ექსპოზიციის დაფინანსებაზე ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს ეროვნული მუზეუმი … More ე.წ საყდრისის მუზეუმის აშენება მორიგი სიცრუე აღმოჩნდა

საყდრისის დაცვის კომიტეტი მცხეთაში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

საყდრისის დაცვის კომიტეტი მცხეთაში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს | PrimeTimeNews საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები მცხეთაში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავენ  და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. ამის შესახებ საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებმა ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს. საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრის ირაკლი მამალაძის თქმით, მცხეთაში გამოცხადებულია მორატორიუმი და აკრძალულია ნებისმიერი სახის მშენებლობა. ამის მიუხედავად, ბიზნესმენ თემურ უგულავას კომპანია ,,აჭარა გრუპი” … More საყდრისის დაცვის კომიტეტი მცხეთაში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

ბრიფინგის ანონსი

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი ყოფილ პრემიერ-მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს და საყდრისის მნიშვნელობის მიზანმიმართულ დაკნინებაში სდებს ბრალს. 2 ივნისს რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ გადაცემა”ინტერview“-ში ბიძინა ივანიშვილმა საყდრისთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა რომ მაღაროს ღირებული ნაწილი გადარჩენილია და მალე უნიკალურ მუზეუმში განთავსდება. საყდრისის დაცვის კომიტეტში აცხადებენ რომ ყოფილი პრემიერ-მინიტრის ამ განცხადების არც ერთი ნაწილი  სიმართლეს არ … More ბრიფინგის ანონსი