საყდრისის მტრები!!!

2013 წლის 26 აპრილს კომპანიამ “RMG”, რომელიც საყდრისის მიმდებარე ტერიტიორიაზე ოქროს მოიპოვებდა, მიმართა კულტურის სამინისტროს, საყდრისის საბადოსთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მართებულობა შეესწავლა. გადაწყვტილების შესწავლის მომხრე იყო საქართველოს მთავრობაც.

2013 წლის 28 მაისს ოდიშარიას ბრძანებით შეიქმნა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია“, რომელსაც დაევალა აღნიშნული ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების დოკუმენტაციის შესწავლა… რამდენიმე დღეში ამ კომისიამ წარადგინა დასკვნა, სადაც უარყოფილი იყო ძეგლის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ ეს არ იყო ოქროს მაღარო და რომ ძეგლი არ იმსახურებდა სტატუსს.

სრულად: http://netgazeti.ge/2013/07/16/21723/

***

11 კაციანმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდენ:

1. ალექსანდრე თვალჭრელიძე
2. ომარ ქუცნაშვილი
3. დავიტ ლომიტაშვილი
4. გურამ მირცხულავა
5. ბესიკ მაცაბერიძე
6. ვახტანგ ლიჩელი
7. ლალი ახალაია
8. გურამ ყიფიანი
9. პაატა გაფრინდაშვილი
10. თემურ ჩიხრაძე
11. გურამ გრიგოლია

35 დღიანი მუშაობის შედეგად დაადგინა, რომ „საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ და „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ (1999-2007) საქართველოს კანონის დარღვევით ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული.“  (??????)

კომისიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია საინტერესო დასკვნა, ოქროს მოპოვების შეწყვეტა ეკოლოგიაზე უარყოფითად იმოქმედებს: „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ს.ს.ი.პ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ადგილზე სიტუაციის შესწავლის შედეგად მიღებული დასკვნის შესაბამისად, საყდრისის ტერიტორიაზე დაწყებული მადნის მოპოვებითი სამუშაოების შეწყვეტა უპირობოდ გამოიწვევს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების არაკონტროლირებად ეფექტებს.(????????)

კომისიამ მიიჩნია, რომ „გეოლოგიური კუთხით, პრეისტორიულ პერიოდში ოქროს მოპოვება საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბანზე არ დასტურდება“.

ამ დასკვნების საფუძველზე კულტურის მინისტრმა 2013 წლის 5 ივლისის ბრძანებით, არქეოლოგიური ობიექტისათვის მინიჭებული ძეგლის სტატუსი ბათილად სცნო.

სრულად: http://news.ge/ge/news/story/59753-msoflios-udzveles-oqros-magharos-kulturuli-memkvidreobis-statusi-moukhsnes

***

ირინე ღამბაშიძე – საყდრისის საბადოს ძეგლის სტატუსი ისე მოუხსნეს, იქ ნამყოფებიც კი არ იყვნენ

***

***

 

10924814_421254884693149_221840524788125669_n[1]კომპანია “RMG Gold”-მა 2013 წელს ბრძოლა ზონის მოხსნისთვისაც დაიწყო. მისმა დირექტორმა 2013 წლის 17 სექტემბერს პრემიერ მინისტრ ივანიშვილს და კულტურის სამინისტროს საყდრისისთვის არქეოლოგიური ზონის მოხსნა მოსთხოვა. წერდა, რომ სხვა შემთხვევაში კომპანია მუშაობას ვერ შეძლებდა, რაც პრობლემას შეუქნიდა ბოლნისის ბიუჯეტის შესრულებას.

“არემჯის“ წერილიდან მალევე საყდრისის საკითხით ღიად დაინტერესდა პრემიერი ივანიშვილი. მან ბიზნეს ცენტრში დაინტერესებული მხარეები შეკრიბა.

საყდრისის შესასწავლად არქეოლოგთა ჯგუფი შეიქმნა, მაგრამ შესწავლის შედეგებს პრემიერი არ დაელოდა. 2013 წლის 7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა საყდრისის არქეოლოგიური ზონა გააუქმა, რის შემდეგაც საყდრისს ყველანაირი დაცვითი სტატუსი მოეხსნა, მხოლოდ არქეოლოგიური ობიექტი დარჩა…

***

x_kbilashvili_giorgadze_khokrishvili

***

antidze_margishvili_chikhradze_kiria

***

10931254_421252361360068_6046608246505374833_n[1]

საყდრისის მნგრეველი “პროფესორები”!

კულტურის სამინისტროსთან შექმნილი საყდრის-ყაჩაღიანის “შემსწავლელი კომისიის” წევრები: ალექსანდრე თვალჭრელიძე, დავით ლომიტაშვილი, ომარ ქუცნაშვილი, ვახტანგ ლიჩელი, გურამ ყიფიანი, ნინა შეყრილაძე, რომლებმაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს საყდრისს.

მათი აზრით საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დასტურდება და სავსებით რეალურია საქმე გვქონდეს სამეცნიერო თაღლითობასთან, რომელიც უცხოეთიდან საკმაოდ სოლიდური გრანტის მიღებას ისახავს მიზნად.

ნამდვილად საწყენია ამ სიაში ვახტანგ ლიჩელის მოხვედრა.

იხილეთ ამ “პროფესორების” ბრიფინგი:
“კომისია პროკურატურას და შემოსავლების სამსახურს საყდრისი-ყაჩაღიანის სამეცნიერო სკანდალით დაინტერესებისკენ მოუწოდებს”
http://primetimenews.ge/news/komisia-kultura/

pitskhelauri_akhalaia

2013 წლის ნოემბრში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამმა მეცნიერმა: კიაზო ფიცხელაურმა, გურამ ლორთქიფანიძემ და  ჯაფარიძემ დადეს დასკვნა, რომლის სანდოობასაც წერილობით ადასტურებდა აკადემიის პრეზიდენტი. ამ ტექსტებში აღნიშნულია, რომ მათი დასკვნა ეფუძნება, 2013 წელს ,,არქეოლოგიური გაერთიანების“ ექსპედიციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა კოტე (კონსტანტინე) ფიცხელაური. მისი ექსპედიცია კი დაურისპირდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის მრავალწლიან კვლევებს. აღნიშნულ დასკვნებში წერია, რომ კონსტანტინე ფიცხელაურის ექსპედიცია ,,არემჯი გოლდის„ დაკვეთით განხორციელდა.

 კონსტანტინე ფიცხელაური 2014 წლის 2 მაისს ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, საქართველოს კულტურული დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სექციის ხელმძღვანელად დაინიშნა.

 

***

leqvinadze_kalandadze_chichinadze

იხილეთ: საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების _ ,,სიპი”-ს ცენტრის მკვლევარებმა _ ლევან კალანდაძემ, ირაკლი ლექვინაძემ და ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ კომპანია ,,არემჯი გოლდის” საქართველოში საქმიანობის შესახებ

https://sakdrisiblog.wordpress.com/sakdrisis_mtrebi/klch/

***

Advertisements