მძიმე მეტალები ნიადაგში. გამოცდის ოქმი–#79-2015

გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაბინძურების მონიტორინგის
დეპარტამენტი
ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და
ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია
http://www.nea.gov.ge

შ ე ფ ა ს ე ბ ა

2015 წლის 14 ივლისს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში შემოტანილი იქნა ნიადაგის 11 სინჯი. სინჯებს ლაბორატორიაში მიენიჭა უნიკალური ნომრები N 762; N 763; N 764; N 765; N 766; N 767; N 768; N 769; N 770; N 771; N 772. სინჯებში ჩატარდა ქიმიური ანალიზი კერძოდ განსაზღვრული იქნა მძიმე მეტალების მოძრავი ფორმების კონცენტრაციები (სპილენძი, თუთია, ნიკელი, კადმიუმი, ტყვია, მანგანუმი, რკინა, კობალტი) აქსიალური ინდუქციური პლაზმის (ICP – OES) სპექტრომეტრზე.

მიღებული კონცენტრაციები შედარდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 24 თებერვლის N38/ნ ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდური მითითებებს ნიადაგების ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურების საშიშროების ხარისხის შეფასებაზე მეთოდური მითითებები მმ .1.7. 004 – 03, და ნართი 4. ქიმიური ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (ზდკ) ნიადაგში.

 

სინჯში #762 (1)
დიდი დმანისი (X448292 Y4579568)

სპილენძის კონცენტრაციამ 35,8 ჯერ გადააჭარბა ზდკ-ს მნიშვნელობას, მანგანუმის კონცენტრაციამ 1,1 ჯერ, კობალტის კონცენტრაციამ 9,9 ჯერ, ნიკელის კონცენტრაციამ 9,0 ჯერ, ხოლო ტყვიის კონცენტრაციამ – 22,0 ჯერ გადააჭარბა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. დანარჩენი განსაზღვრული ინგრედიენტები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.

 

სინჯში #763 (2)
დიდი დმანისი მდინარის ქვედა კუთხე (X448299 Y4579602)

სპილენძის კონცენტრაციამ 125,7-ჯერ გადააჭარბა ზდკ-ს მნიშვნელობას, თუთიის კონცენტრაციამ -6,1 ჯერ, კობალტის კონცენტრაციამ 9,3 -ჯერ, ნიკელის კონცენტრაციამ –34,2 ჯერ, ხოლო ტყვიის კონცენტრაციამ –20,2 ჯერ გადააჭარბა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. დანარჩენი განსაზღვრული ინგრედიენტები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.

 

სინჯში #764 (3) 
დიდი დმანისი მდინარის ნაპირი (X448299 Y4579557)

სპილენძის კონცენტრაციამ 37,1-ჯერ გადააჭარბა ზდკ-ს მნიშვნელობას, თუთიის კონცენტრაციამ -2,8 ჯერ, ნიკელის კონცენტრაციამ –23,1 ჯერ, ხოლო ტყვიის კონცენტრაციამ -5,4 ჯერ გადააჭარბა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. დანარჩენი განსაზღვრული ინგრედიენტები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.

 

სინჯში #765 (4)
დიდი დმანისი ქვედა მარცხენა კუთხე (X448269 Y4579581)

სპილენძის კონცენტრაციამ 32,4-ჯერ გადააჭარბა ზდკ-ს მნიშვნელობას, მანგანუმის კონცენტრაციამ -1,3 ჯერ, კობალტის კონცენტრაციამ -3,2 ჯერ, ნიკელის კონცენტრაციამ -14,5 ჯერ, ხოლო ტყვიის კონცენტრაციამ – 6,1ჯერ გადააჭარბა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. დანარჩენი განსაზღვრული ინგრედიენტები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.

 

სინჯში #766 (5)
დიდი დმანისი მდ. მაშავერიდან 20მ (X448267 Y4579556)

სპილენძის კონცენტრაციამ 60,9 -ჯერ გადააჭარბა ზდკ-ს მნიშვნელობას, მანგანუმის კონცენტრაციამ -1,1 ჯერ, კობალტის კონცენტრაციამ –70,8 ჯერ, ნიკელის კონცენტრაციამ -6,0 ჯერ, ხოლო ტყვიის კონცენტრაციამ –14,9 ჯერ გადააჭარბა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. დანარჩენი განსაზღვრული ინგრედიენტები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.

 

სინჯში #767 (6)
N 1 აბულმიქე

სპილენძის კონცენტრაციამ 84,3-ჯერ გადააჭარბა ზდკ-ს მნიშვნელობას, თუთიის კონცენტრაციამ – 2,9 ჯერ, კობალტის კონცენტრაციამ – 38,2 ჯერ, ნიკელის კონცენტრაციამ 11,4 ჯერ, ხოლო ტყვიის კონცენტრაციამ –25,6 ჯერ გადააჭარბა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. დანარჩენი განსაზღვრული ინგრედიენტები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.

 

სინჯში#768 (7)
N 2 აბულმიქე

სპილენძის კონცენტრაციამ 26,3-ჯერ გადააჭარბა ზდკ-ს მნიშვნელობას, თუთიის კონცენტრაციამ -1,0 ჯერ, მანგანუმის კონცენტრაციამ – 1,1 ჯერ, კობალტის კონცენტრაციამ – 79,4 ჯერ, ნიკელის კონცენტრაციამ – 27,6 ჯერ, ხოლო ტყვიის კონცენტრაციამ – 40,7 ჯერ გადააჭარბა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. დანარჩენი განსაზღვრული ინგრედიენტები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.

 

სინჯში #769 (8)
N 3 აბულმიქე

სპილენძის კონცენტრაციამ 73,9 -ჯერ გადააჭარბა ზდკ-ს მნიშვნელობას, მანგანუმის კონცენტრაციამ -1,2 ჯერ, კობალტის კონცენტრაციამ -10,9 ჯერ, ნიკელის კონცენტრაციამ –41,9 ჯერ, ხოლო ტყვიის კონცენტრაციამ –17,9 ჯერ გადააჭარბა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. დანარჩენი განსაზღვრული ინგრედიენტები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.

 

სინჯში #770 (9)
N 4 აბულმიქე

სპილენძის კონცენტრაციამ 49,5-ჯერ გადააჭარბა ზდკ-ს მნიშვნელობას, თუთიის კონცენტრაციამ -2,2 ჯერ, კობალტის კონცენტრაციამ –11,1 ჯერ, ნიკელის კონცენტრაციამ –10,9 ჯერ, ხოლო ტყვიის კონცენტრაციამ –7,1 ჯერ გადააჭარბა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. დანარჩენი განსაზღვრული ინგრედიენტები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.

 

სინჯში #771 (10)
N 5 აბულმიქე

სპილენძის კონცენტრაციამ 32,8-ჯერ გადააჭარბა ზდკ-ს მნიშვნელობას, თუთიის კონცენტრაციამ -4,0 ჯერ, კობალტის კონცენტრაციამ – 49,9 ჯერ, ნიკელის კონცენტრაციამ – 27,1 ჯერ, ხოლო ტყვიის კონცენტრაციამ –14,0 ჯერ გადააჭარბა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. დანარჩენი განსაზღვრული ინგრედიენტები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.

 

სინჯში #772 (11)
N 6 აბულმიქე

სპილენძის კონცენტრაციამ 122,5– ჯერ გადააჭარბა ზდკ-ს მნიშვნელობას, კობალტის კონცენტრაციამ – 45,1 ჯერ, ნიკელის კონცენტრაციამ – 49,1 ჯერ, ხოლო ტყვიის კონცენტრაციამ – 2,4 ჯერ გადააჭარბა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. დანარჩენი განსაზღვრული ინგრედიენტები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.

 

იხილეთ სრულად:

მძიმე მეტალები ნიადაგში. გამოცდის ოქმი–#79-2015 

 

 

Advertisements