“ცეცხლის ხაზი”. ირაკლი მამალაძე VS ზვიად ტომარაძე

გადაცემა “ცეცხლის ხაზი” (10.11.2016) – TV მაესტრო „აღადგინეთ სვეტიცხოვლის დახვრეტილი კედლები“ – ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები ეკლესიას მიმართავენ და საპატრიარქოს მოუწოდებენ, რომ სვეტიცხოვლის კომპლექსის ერთ-ერთი ნაგებობიდან კონდიციონერები ჩამოხსნას. ლიბერალები ამბობენ, რომ საზოგადოებას თვალს ანაფორა უბრმავებს და ვერ ხედავს, ვინ ამახინჯებს საქართველოს ისტორიას და კულტურულ მემკვიდრეობას. საკულტო ნაგებობისა და ნივთების ეკლესიის კომპეტენციაში დატოვების მომხრეებისკენ ვაკა გორგილაძე. … More “ცეცხლის ხაზი”. ირაკლი მამალაძე VS ზვიად ტომარაძე

პრესკონფერენცია ვარძიაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით

საყდრისის კომიტეტის წევრის ნინო ბურჭულაძის პრესკონფერენცია “პრაიმტაიმის” პრესკლუბში 3 ნოემბერი, 2016 ვარძიაში უნიკალური, ისტორიულ-კულტურული ფრესკები გაიჭვარტლა. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების განცხადებით ამის მიზეზი სასულიერო პირების ქცევაა. როგორც დღეს ბრიფინგზე კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, უნიკალურ ისტორიულ დარბაზებში ბერები და მორჩილები ცხოვრობენ და კულტურული ძეგლი თვითნებურად არის გადაკეთებული რაც დამატებით აზიანებს უძველეს ძეგლს.