ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

30 მარტი, 2016 დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ემყარება არასწორ და არარსებულ ფაქტებს  თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე შენობასთან დაკავშირებით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განმარტავს:  1. ქ. თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე (საზოგადოებისთვის ცნობილია,  როგორც საქართველოს არქეოლოგიური მუზეუმი) უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სსიპ „საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.“ … More ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

ეკონომიკის სამინისტრო – მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მუზეუმი თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა

21:44 30-03-2016 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მუზეუმი არ შეესაბამებოდა თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე N27-ში მდებარე მუზეუმის შენობასთან დაკავშირებით განმვარტავთ, რომ 2015 წლის 15 დეკემბრის მთავრობის დადგენილებით, ფიზიკურ პირს დავით ისახანაშვილს პირდაპირი მიყიდვის … More ეკონომიკის სამინისტრო – მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მუზეუმი თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა

აქცია თბილისის არქეოლოგიური ცენტრის გადასარჩენად

“საყდრისის საზოგადოებრივმა კომიტეტმა” დღეს, უზნაძის ქ. #14-ში თბილისის არქეოლოგიური ცენტრის შესაძლო გასხვისება გააპროტესტა.    

“საყდრისის საზოგადოებრივმა კომიტეტმა” თბილისის არქეოლოგიური ცენტრის შესაძლო გასხვისება გააპროტესტა

30 მარტი, 2016 “საყდრისის საზოგადოებრივმა კომიტეტმა” დღეს, უზნაძის ქ. #14-ში თბილისის არქეოლოგიური ცენტრის შესაძლო გასხვისება გააპროტესტა. “საყდრისის საზოგადოებრივი კომიტეტის” წევრების განცხადებით, ქალაქის ცენტრალურ უბანში, კერძოდ, უზნაძის ქუჩის 14-ში მდებარე შენობის გარემონტებაზე მთავრობამ უარი განაცხადა და მისი გასხვისება იგეგმება. მათივე თქმით, არქეოლოგიურ ცენტრის და იქ მომუშავე ათობით მეცნიერის ბედი გაურკვეველია. ასევე უცნობია, რა ელის ცენტრის საცავებს. … More “საყდრისის საზოგადოებრივმა კომიტეტმა” თბილისის არქეოლოგიური ცენტრის შესაძლო გასხვისება გააპროტესტა

ვინ ასხვისებს ეროვნული მუზეუმის ქონებას?

30 მარტი, 2016 თბილისში არქეოლოგიური ცენტრის გასხვისების ფაქტი საყდრისის საზოგადოებრივმა კომიტეტმა გააპროტესტა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალაქის ცენტრალურ უბანში, კერძოდ, უზნაძის ქუჩის 14-ში მდებარე შენობის გარემონტებაზე მთავრობამ უარი განაცხადა და ქუმსიშვილის უწყება მის გასხვისებას გეგმავს. რაც შეეხება არქეოლოგიურ ცენტრს და იქ მომუშავე ათობით მეცნიერს. მათი ბედი გაურკვეველია, ასევე გაურკვეველია რა ელის ცენტრის საცავებს.. კომიტეტის წევრები ფიქრობენ რომ … More ვინ ასხვისებს ეროვნული მუზეუმის ქონებას?

აქცია მცხეთაში

საყდრისის კომიტეტის აქცია მცხეთაში მცხეთის არქეოლოგიური ბაზის გასხვისების წინააღმდეგ 26 მარტი, 2016 ტვ პირველის სიუჟეტი რუსთავი 2-ის სიუჟეტი ტვ “იმედის” სიუჟეტი   კურიერი   *** *** აქცია ყოფილი მუზეუმის წინ   1 ლარად გასხვისებული მცხეთის არქეოლოგიური ბაზის ტერიტორიაზე

მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის გადასარჩენად

კულტურული მემკვიდრეობის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა არაცივილური, დანაშაულებრივი და სამარცხვინოა. მცხეთის არქეოლოგიური ბაზა 2015 წლის 18 დეკემბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გასხვისდა ვინმე დავით ისახანაშვილზე, რომლის უკან, როგორც ამბობენ, კომპანია “გრანდე გრუპ ჯორჯია“-ს ხელმძღვანელი, წარსულში მიწების თაღლითურად გაყიდვაში ბრალდებული და საპროცესო გარიგებით გათავისუფლებული კოკა მორგოშია დგას. გასხვისებული არქეოლოგიური ბაზის ღირებულება ბევრად … More მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის გადასარჩენად