მშრალი კუდების ახალი სანაყაროს სკოპინგი. 7.03.2024

მშრალი კუდების ახალი სანაყაროს მოწყობა და ექსპლუატაციის სკოპინგის ანგარიშის განხილვა 2024 წლის 7 მარტს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის ტერიტორიაზე ჩატარდა სს “არ ემ ჯი კოპერის” მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის პირობების შეცვლის პროექტის (მშრალი კუდების სანაყაროს მოწყობა და ექსპლუატაცია) სკოპინგის ანგარიშის განხილვა, რომელსაც საყდრისი კომიტეტის წევრებიც დაესწრნენ. საჯარო განხილვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი … More მშრალი კუდების ახალი სანაყაროს სკოპინგი. 7.03.2024

RMG-ის გარემოსდაცვითი ღონისძიებები. BMG-ს სიუჟეტი

RMG-ის გარემოსდაცვითი ღონისძიებები. “საქმიანი დილა”, BMG-ს სიუჟეტი. 22.01.2024 კომპანია RMG 2018 წლიდან გარემოსდაცვით ღონისძიებებს ატარებს, რომლის მონიტორინგს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები “საყდრისის კომიტეტი’ და “მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმა”, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები ახორციელებენ. იხ. ფრაგმენტები BMG-ბიემჯი-ს  სიუჟეტიდან საყდრისის კომიტეტის წევრები დარეჯან ბრეგვაძე და ირაკლი მამალაძე *** გურანდა ავქოფაშვილი – თსუ-ს … More RMG-ის გარემოსდაცვითი ღონისძიებები. BMG-ს სიუჟეტი

19 იანვრის მონიტორინგის შედეგები

2024 წლის 19 იანვრის მონიტორინგის შედეგები 19 იანვარს, ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრი დარეჯან ბრეგვაძე და საყდრისის კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე  კომპანია RMG-ის გარემოსდაცვითი მმართველის მოადგილე მამუკა ჟორჟოლაძესთან ერთად მონიტორინგის მიზნით RMG Copper-ის საწარმოო ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. არაგეგმიური მონიტორინგის მიზანს “RMG Copper-ის” წყლისა და ჰაერის გამწმენდი ნაგებობებისა და დანადგარების, ასევე მეორე და … More 19 იანვრის მონიტორინგის შედეგები

“RMG Copper”ის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის პირობების შეცვლის პროექტის გზშ-ს განხილვა. 3.10.2023

“RMG Copper”ის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის პირობების შეცვლის პროექტის გზშ-ს განხილვა დაბა კაზრეთში. 3.10.2023 3 ოქტომბერს, დაბა კაზრეთში კომპანია”RMG Copper“ის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის პირობების შეცვლის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. წარმოდგენილი დოკუმენტი გამამდიდრებელი ფაბრიკის წარმადობის გაზრდას და დამატებითი ინფრასტრუქტურის – შემასქელებლების, სატუმბი ნაგებობის და მადნის სამსხვრევის მოწყობას ითვალისწინებს. საჯარო განხილვა გარემოს … More “RMG Copper”ის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის პირობების შეცვლის პროექტის გზშ-ს განხილვა. 3.10.2023

მდგომარეობა კაზრეთში უხვი ნალექის შემდეგ

მდგომარეობა კაზრეთში უხვი ნალექის შემდეგ ბოლო დღეებში, განსაკუთრებით უხვმა ნალექმა დმანისი-ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მდინარეების ადიდება გამოიწვია. განსაკუთრებით ადიდდა მდინარეები მაშავერა და კაზრეთულა (იხილეთ ფოტო Ⅰ, Ⅱ). გაჩნდა ვარაუდი, რომ უხვი ნალექის შედეგად შეიძლებოდა გაზრდილიყო RMG Copper-ის Ⅳ სანაყაროს დრენირებული (მჟავე) წყლების რაოდენობაც, რაც შექმნიდა მდინარე ფოლადაურში ჩამავალი ხევის დაბინძურების საფრთხეს. სამუშაო ჯგუფის წევრების მოთხოვნით, 7 ივნისს … More მდგომარეობა კაზრეთში უხვი ნალექის შემდეგ

“RMG Copper”-ის II სანაყაროს საცდელი რეკულტივაციის შედეგი

“RMG Copper”-ის II სანაყაროს საცდელი რეკულტივაციის შედეგი 7.04.2023 სანაყაროზე რეკულტივაცია მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფის წევრის – მეცნიერის გურანდა ავქოფაშვილის მეთოდით. რეკულტივაციის მეთოდის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე: *** ENG The result of trial reclamation of “RMG Copper” II waste dump. 7.04.2023 The reclamation of the waste dump is being carried out by the method of the working … More “RMG Copper”-ის II სანაყაროს საცდელი რეკულტივაციის შედეგი

მონიტორინგი. 25.02.2023

მონიტორინგი მდ. მაშავერაზე. 25.02.2023 25 თებერვალს სამუშაო ჯგუფის წევრები დარეჯან ბრეგვაძე და ნინო ბურჭულაძე მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ მდ. მაშავერაზე. მათი მოთხოვნით ადგილზე იმყოფებოდნენ კომპანია “RMG”-ის გარემოსდაცვის სამსახურის წარმომადგენლები. მდინარე მაშავერა ამ ზამთარსაც წყალმცირობით გამოირჩევა, თუმცა ამჯერად მდინარის წყალს ფერი შეცვლილი არ ჰქონდა. სოფელ ბალიჭის ხიდთან (კომპანიის საწარმოო ტერიტორიის მიმდებარედ) სამუშაო ჯგუფის წევრების თხოვნით აღებული იქნა … More მონიტორინგი. 25.02.2023

“RMG Copper”-ის სპილენძის ფაბრიკა

24 ნოემბერს სამუშაო ჯგუფის წევრების მოთხოვნით დათვალიერებული იქნა “RMG Copper”-ის სპილენძის ფაბრიკა, სადაც უკვე ორ წელზე მეტია გადაიარაღების პროცესი მიმდინარეობს.    პირველად “საყდრისის კომიტეტის” აქტივისტები სპილენძის ფაბრიკაში 2015 წლის ივნისში იმყოფებოდნენ, როცა “საყდრისის კომიტეტის” მოთხოვნით გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საყდრისში იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ აქტივისტებთან ერთად კომპანია “RMG Copper”-ის სპილენძის ფაბრიკა დაათვალიერა. … More “RMG Copper”-ის სპილენძის ფაბრიკა

“RMG Copper”-ის IV სანაყარო. 13.09.2022

“RMG Copper”-ის IV სანაყარო 13 სექტემბერს მონიტორინგის დროს სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ დათვალიერებული იქნა “RMG Copper“-ის IV სანაყაროს ძირში მოწყობილი სალექრებისა და გამწმენდი ნაგებობების სამუშაო პროცესი. მდინარე ფოლადაურში ჩამავალი ხევი ამჯერათაც მშრალი იყო. *** On September 13, during the monitoring, the members of the working group inspected the working process of the sedimentation and cleansing … More “RMG Copper”-ის IV სანაყარო. 13.09.2022

“RMG Copper”-ის IV სანაყაროს სალექრები და გამწმენდი ინფრასტრუქტურა

კომპანია “RMG Copper”-ის IV სანაყაროს დრენირებული (მჟავე) წყლების სალექრები და გამწმენდი ინფრასტრუქტურა