საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წერილი გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს

15/06/2018 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ბატონ ლევან დავითაშვილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს   2018 წლის 3 აპრილს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც შეისწავლის კომპანიების „RMG Gold“- ისა და „RMG Copper“ – … More საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წერილი გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს

საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს

საყდრისის კომიტეტის წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს   27 აპრილი, 2018                                                                                            ბატონო პრემიერო, მას შემდეგ, რაც საქართველომ  საკუთარი არჩევანი ნათლად განსაზღვრა და  ქვეყანა ევროპულ სივრცეზე ორიენტირებული გახდა,  ეს  ხელისუფლებას მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს საკუთარი მოქალაქეებისა და ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე.  ამავე დროს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა  ავალდებულებს საქართველოს, მკაფიო ნაბიჯები გადადგას მდგრადი განვითარების, მწვანე ეკონომიკის,  … More საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) მიმართვა 30.04.2018

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) მიმართვა 30.04.2018 მინდა გამოვეხმაურო ქვემო ქართლში არსებულ საგანგაშო მდგომარეობას, კერძოდ,  კომპანია ,,არემჯი გოლდის” საქმიანობას, რომელიც აპირებს მდინარე ქციის (ხრამი) ხეობაში ოქროს მოპოვებას ღია კარიერული წესით. დაგეგმილი სამუშაოების მაშტაბებიდან გამომდინარე ეკოლოგიური ზიანის წინაშე აღმოჩნდება ქვემო ქართლის რამოდენიმე რაიონი, (მათ შორის ჩვენი ეპარქია, მარნეულის რაიონი) რაც გამოიხატება სასმელი და სარწყავი წყლის … More მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) მიმართვა 30.04.2018

ლევან დავითაშვილი „საყდრისის კომიტეტის“ წევრებს შეხვდა

19-04-201 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „საყდრისის კომიტეტის“ წევრებს შეხვდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საყდრისის კომიტეტმა“ აცნობა. მათი ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ბოლნისისა და დმანისის რაიონში შექმნილი მძიმე ეკოლოგიური ვითარების შესახებ მინისტრისთვის ინფორმაციის მიწოდება და იმ სქემის განხილვა იყო, რომლის მეშვეობითაც კომპანია “არემჯი გოლდი” წლების განმავლობაში ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდებას ახერხებდა. „საყდრისის კომიტეტის“ … More ლევან დავითაშვილი „საყდრისის კომიტეტის“ წევრებს შეხვდა

არემჯის მორიგი სამიზნე “ბნელი ხევი”. ვიდეო

არემჯი გოლდი თეთრიქყაროს რაიონში იწყებს ოქროს მოპოვებას ბარბაროსული, ღია კარიერული წესით. აღნიშნულ ტერიტორიას ეწოდება “ბნელი ხევი” და მდებარეობს ხრამის ხეობაში სოფელ ფიტარეთთან და ტანძიასთან ახლოს.  კარიერიდან 1-2 კილომეტრში მდებარეობს  ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი, ხულუტის ციხე და ჯერ-ჯერობით შეუსწავლელი სამონასტრო კომპლექსი და უძველესი ნასახლარები. გთავაზობთ  ვაჟა ქურდიანის მიერ გადაღებულ ფოტოებს, როლმებიც ასახავენ ბნელ ხევში შეუსწავლელ არქეოლოგიერ ძეგლებს,  … More არემჯის მორიგი სამიზნე “ბნელი ხევი”. ვიდეო

ფიტარეთის მონასტრის მახლობლად მდებარე დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი

“აღმოჩენის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ცნობა კომპანია RMG-გან მიიღო, რომლის სპეციალისტებმაც არქიტექტურულ ობიექტს ბნელი ხევის ტერიტორიაზე სამთო მინაკუთვნის ფართობიდან 1200 მეტრის დაშორებით, გეოლოგიური-სამძებრო სამუშაოებისას ტყეში მიაგნეს”. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს. სინამდვილე კი სხვაა: ვაჟა ქურდიანის შეკითხვა ეროვნულ სააგენტოს:  ეს ეკლესია მე პირადად 2009 წელს ვნახე.  მისი მდებარეობა არავინ იცოდა. რანაირად მიიღეთ … More ფიტარეთის მონასტრის მახლობლად მდებარე დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი