საყდრისის მცველები კულტურის მინისტრის წინააღმდეგ

თბილისი, 20 ნოემბერი, 2015 წელი

ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის საჯარო ლექცია ჩატარდა. შეხვედრა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი.

„საყდრისის დაცვის კომიტეტის“ წევრებმა ადგილზე საპროტესტო პლაკატები მიიტანეს და ლექციის ჩაშლას შეეცადნენ, ისინი მიხეილ გიორგაძისაგან მოითხოვდნენ პასუხი გაეცა კითხვებზე საყდრისის გარშემო.

 

 

***

რუსთავი2: საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებმა კულტურის მინისტრს ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში ლექცია ჩაუშალეს

ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში კულტურის პოლიტიკაზე სასაუბროდ მისულ კულტურის მინისტრს საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებმა არ მისცეს საშუალება, ლექცია წაეკითხა.

კომიტეტის წევრებმა ლექციაზე ბანერები გაშალეს და გიორგაძეს ულტიმატუმი წაუყენეს, ესაუბრა საყდრისი-ყაჩაღიანზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საჯარო ლექციას ჩაშლიდნენ.

„ამ მინისტრს მორალური უფლება არა აქვს, ელაპარაკოს საზოგადოებას ქართულ კულტურაზე, რაც მან ხელი მოაწერა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საყდრისის აფეთქებას. ჩვენ ვისარგებლეთ შემთხვევით, მოვედით აქ და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ პროტესტი,“ – განაცხადა საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრმა, ნინო ბურჭულაძემ.

კულტურის მინისტრის განცხადებით, არსებული პროტესტის გამო, ლექციის ფორმატი შეიცვალა და მთელი ლექცია საყდრისის თემას დაეთმო.

http://rustavi2.com/ka/news/32301

***

ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი. 20.11.2015

12226920_10204005152763737_1112634136015056269_n[1]

sakd

გამოყენებულია ანა მიქაუტაძის, Shalika Studio-ს და ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ფოტოები.

sakdrisi@yahoo.com