„საყდრისის კომიტეტი“ მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებს

„საყდრისის დაცვის კომიტეტი“ მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებს | პირველი არხი „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრები მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებენ. კომიტეტის წევრის, ირაკლი მამალაძის განმარტებით, ტერიტორია სვეტიცხოვლის მახლობლადაა, აღნიშნულ ტერიტორიაზე აეროპორტის არსებობა კი ძეგლს საფრთხეს შეუქმნის. კომიტეტის წევრები განმარტავენ, რომ მცხეთაში მშენებლობებზე დეკემბრამდე მორატორიუმია გამოცხადებული და განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე, ყველანაირი სამშენებლო სამუშაოები აკრძალულია, თუმცა სამუშაოები ღამით, … More „საყდრისის კომიტეტი“ მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებს

გიორგი კვირიკაშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს ბატონო გიორგი, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაატოვებინოთ პოსტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს, რადგან მისი გამინისტრებიდან დღემდე ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნული კიდევ ერთხელ დადასტურდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ კვლევით, საიდანაც ირკვევა, რომ გიორგაძის გამინისტრების შემდეგ კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გამარტივებული შესყიდვებისა და პირდაპირი … More გიორგი კვირიკაშვილს

მიხეილ გიორგაძეს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს,  ბატონ  მიხეილ  გიორგაძეს ბატონო მიხეილ, მოგახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა მოვინახულეთ მცხეთის მუზეუმის ექსპონატების დროებითი განთავსების ადგილი. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ სამუზეუმო ექსპონატები ინახებოდა მათთვის შეუფერებელ ადგილას. მიუხედავად ამისა, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მცხეთის მუზეუმის შენობის გასხვისების … More მიხეილ გიორგაძეს

ნიკოლოზ ანთიძეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტ გენერალურ დირექტორს, ბატონ ნიკოლოზ ანთიძეს                                                                                                                     ბატონო ნიკოლოზ, მოგახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა მოვინახულეთ მცხეთის მუზეუმის ექსპონატების დროებითი განთავსების ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით,  ჩვენთვის ცნობილი იყო, სამუზეუმო ექსპონატები ინახებოდა მათთვის შეუფერებელ ადგილას, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მცხეთის მუზეუმის შენობის … More ნიკოლოზ ანთიძეს

საყდრისის კომიტეტის აქცია მცხეთაში 10.05.2016

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივმა კომიტეტმა მცხეთის მუზეუმის ექსპონატები მოინახულა, რომლებიც წლების განმავლობაში მუზეუმის არ არსებობის გამო მცხეთაში კონტროლის პალატის კუთვნილ სარდაფში არასათანადო პირობებში ინახება ***   *** ყოფილი კინოთეატრი  “კარიბჭე”. სავარაუდოდ აქ განთავსდება მცხეთის მუზეუმი პირველ სართულზე შომერჩენილია გორგასლის დროინდელი მცხეთის კარიბჭე, რომელსაც აწვიმს და იშლება

საყდრისის კომიტეტი მცხეთის მუზეუმის ექსპონატებს მოინახულებს

10 მაისს საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი მცხეთის მუზეუმის ექსპონატებს მოინახულებს, რომლებიც წლების განმავლობაში მუზეუმის არ არსებობის გამო მცხეთაში კონტროლის პალატის კუთვნილ სარდაფში არასათანადო პირობებში ინახება, რაც 25 000 უნიკალურ ექსპონატს დაზიანების საფრთხეს უქმნის. ეს საკითხი არაერთხელ გამხდარა მეცნიერებისა და ხელოვნებათმცოდნეების აღშფოთების საგანი..კომიტეტმა სარდაფში შესვლის უფლება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან არაერთი საპროტესტო აქციისა თუ განცხადებების შედეგად … More საყდრისის კომიტეტი მცხეთის მუზეუმის ექსპონატებს მოინახულებს