მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციებისა და კერძო პირების მიმართვა კონსტიტუციური ცვლილებების დაგეგმილი საპარლამენტო განხილვების წინ, წარმოგიდგენთ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა მოსაზრებებს საქართველოს კონსტიტუციაში კულტურის საკითხებთან დაკავშირებით შემოთავაზებული ცვლილებების თაობაზე. მივიჩნევთ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი არსებითად აუარესებს კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში კულტურის დარგის დაცვის … More მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს

საყდრისის კომიტეტის განცხადება

საყდრისის კომიტეტი გაერთიანება „ერთად“-ის წევრია მისი შექმნის დღიდან. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ ჩვენი ინიციატივით მოხდა ჩვენს მაშინდელ ოფისში რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეკრება , სადაც შევთავაზეთ მოწვეულ სტუმრებს, სამოქალაქო საზოგადოება ერთიანი ფრონტით გამოსულიყო არსებული პრობლემების გადასაჭრელად. შექმნილ გაერთიანებას ჩვენი წევრის ინიციატივით ეწოდა „ერთად“. სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციები ამ ბლოკში გაერთიანდნენ არა რომელიმე პიროვნების, არამედ იდეის გარშემო. დღემდე … More საყდრისის კომიტეტის განცხადება

RMG GOLD ფიტარეთის მიმდებარედ ოქროს მოპოვების სამუშაოების დაწყებას გეგმავს

საყდრისის კომიტეტის ბრიფინგი ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG Gold-ის სამომავალო საქმიანობის შედეგად ფიტარეთის მონასტერის მიმართ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

კულტურის მინისტრი “ოქროს ურო 2016”-ის მფლობელია

საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფისთვის სპეციალური “ჯილდო” დააწესა საყდრისის აფეთქებიდან ორი წლის თავზე, საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფისთვის სპეციალური “ჯილდო” დააწესა, რომელიც ყოველი წლის 13 დეკემბერს გაიცემა. “ჯილდო” წელს კულტურის მინისტრს მიენიჭა. მიხეილ გიორგაძე საყდრისის კომიტეტმა “ოქროს უროთი” დააჯილდოვა. საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელ ირაკლი მამალაძის განცხადებით, მიხეილ გიორგაძეს პრიზი საყდრისის აფეთქებაში განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემა. დაჯილდოება ტრადიციული … More კულტურის მინისტრი “ოქროს ურო 2016”-ის მფლობელია

“ცეცხლის ხაზი”. ირაკლი მამალაძე VS ზვიად ტომარაძე

გადაცემა “ცეცხლის ხაზი” (10.11.2016) – TV მაესტრო „აღადგინეთ სვეტიცხოვლის დახვრეტილი კედლები“ – ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები ეკლესიას მიმართავენ და საპატრიარქოს მოუწოდებენ, რომ სვეტიცხოვლის კომპლექსის ერთ-ერთი ნაგებობიდან კონდიციონერები ჩამოხსნას. ლიბერალები ამბობენ, რომ საზოგადოებას თვალს ანაფორა უბრმავებს და ვერ ხედავს, ვინ ამახინჯებს საქართველოს ისტორიას და კულტურულ მემკვიდრეობას. საკულტო ნაგებობისა და ნივთების ეკლესიის კომპეტენციაში დატოვების მომხრეებისკენ ვაკა გორგილაძე. … More “ცეცხლის ხაზი”. ირაკლი მამალაძე VS ზვიად ტომარაძე

პრესკონფერენცია ვარძიაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით

საყდრისის კომიტეტის წევრის ნინო ბურჭულაძის პრესკონფერენცია “პრაიმტაიმის” პრესკლუბში 3 ნოემბერი, 2016 ვარძიაში უნიკალური, ისტორიულ-კულტურული ფრესკები გაიჭვარტლა. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების განცხადებით ამის მიზეზი სასულიერო პირების ქცევაა. როგორც დღეს ბრიფინგზე კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, უნიკალურ ისტორიულ დარბაზებში ბერები და მორჩილები ცხოვრობენ და კულტურული ძეგლი თვითნებურად არის გადაკეთებული რაც დამატებით აზიანებს უძველეს ძეგლს.

დიმიტრი ტროიცკი ბოლნისში პირადად ეახლა გოგი მეშველიანს საარჩევნო შტაბში

25.09.2016 ნინო ბურჭულაძე ‘არემჯი გოლდის” მეპატრონე დიმიტრი ტროიცკი, რომელიც არავისთან შეხვედრას არ კადრულობს, ბოლნისში პირადად ეახლა გოგი მეშველიანს საარჩევნო შტაბში.. ნუ მესმის რომ ვალშია (საყდრისის გამო) ხელისუფლებასთან. მაგრამ თავად მეშველიანის გამკვირვებია. კაცი ბოლნისის რაიონის გამგებელი იყო და ძეგლი ისე აუფეთქეს რუსებმა ერთი სიტყვაც კი არ გადაუგდეს წინასწარ, ასევე კარგად მახსოვს ამ ფაქტით მისი აღშფოთებაც. ეჰ … More დიმიტრი ტროიცკი ბოლნისში პირადად ეახლა გოგი მეშველიანს საარჩევნო შტაბში