სათხის მონასტრის დასუფთავება

27 ოქტომბერს „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) აქტივისტებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან და კომპანია „RMG“-ს თანამშრომლებთან ერთად სათხის მონასტრის (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) ეზო და თავად ტაძარი დაასუფთავეს. XI-XIII საუკუნის ამ უნიკალური ძეგლის დალაგება-დასუფთავება „საყრდისის კომიტეტის“ ინიციატივით უკვე მესამე წელია პერიოდულად – გაზაფხულზე და შემოდგომით მიმდინარეობს. 27 ოქტომბერს სამუშაოების დროს ტაძრის ინტერიერი, ეზო და მიმდებარე ტერიტორია სრულად გაიწმინდა გაზრდილი … More სათხის მონასტრის დასუფთავება

რეაბილიტირებული ხულუტის ციხე. ტვ იმედი

რეაბილიტირებული ხულუტის ციხე – კლდის ქვით ნაგები დარბაზი, ფიტარეთის მონასტერი და ტურისტული გასართობები საყდრისის კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე. გადაცემა “იმედის დღე /Imedis Dge”. 5.10.2022

ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 5 ოქტომბერს „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) აქტივისტებმა არქიტექტორ-რესტავრატორებთან ერთად, საზოგადოებას ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგები გააცნეს. ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მაისში დაიწყო და ამ დროისთვის გაიწმინდა და გადაეწყო ციხის მარნის ზედა ნიშნულები. მნიშვნელოვანია, რომ მარნის საკონსერვაციო სამუშაოები ავთენტური ქვით შესრულდა. ასევე, აღდგა მარნის … More ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა