საყდრისი დღეს

ასეთი ორმოებით გადაავსებენ მომავალში ოქრო-სპილენძით მდიდარ ბოლნისის რაიონს. RMG და მასთან დაკავშირებული რამდენიმე ადამიანის ჯიბეში წავა ქართული მიწის სიმდიდრე. საქართველოში კი დარჩება ორმოები, დაწამლული მიწა, ჰაერი, მდინარეები და ადამიანები.

არქივიდან: ევროპა-ნოსტრა

კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით, ევროპის უმსხვილესი ორგანიზაციის განცხადება საყდრისი–ყაჩაღიანთან დაკავშირებით 16 იანვარი, 2015 2015 წლის 14 იანვარს საყდრისი-ყაჩაღიანის მოვლენების შესახებ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველაზე მსხვილმა ევროპულმა გაერთიანებამ – ,,ევროპა ნოსტრამ’’ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.  ,,ევროპა ნოსტრა” მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა შეწყდეს ამ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება, რომელიც, როგორც ევროპა ნოსტრა აღნიშნავს … More არქივიდან: ევროპა-ნოსტრა

ანთიძე VS მამალაძე

დღეს დანიშნული სასამართლო პროცესი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესა და საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრ ირაკლი მამალაძეს შორის გადაიდო. საყდრისის კომიტეტისათვის მხოლოდ ერთი რამ არის ცნობილი – მოსამართლე კოპალიანის ნაცვლად საქმე განსახილველად გადაეცა მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს! სასამართლო პროცესის გადადების მიზეზებსა და შემდეგი პროცესის ზუსტ დროს გაცნობებთ მოგვიანებით.

სიცოცხლისათვის სახიფათოა

წარსულში კულტურული მემკვიდროების ძეგლი საყდრისი დღეს ეკოლოგიური დაბინძურების წყაროა. რატომ ჩივის სოფელ დიდი დმანისის მოსახლეობა, არის თუ არა მათი ნაკვეთები მძიმე მეტალებით დაბინძურებული? გაიგეთ შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევისა, რომელიც საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს მიმდებარედ ჩატარდა. http://web1.rustavi2.com/ka/video/10353?v=2

კაზრეთში RMG ისევ აბინძურებს მდინარეებს

“მწვანე მუშტის” წევრების მიერ 6 ნოემბერს კაზრეთში გადაღებული ფოტოები. გარემოს დაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ სისტემატიურად იღებს მონაცემებს კაზრეთის მდინარეების ქიმიური ანალიზის შესახებ. თუ ეს მართლაც ასეა, რატომ არ რეაგირებს სამინისტრო თვალით ხილულ დაბინძურებაზე, რაც “არემჯის” დაუდევარი მუშაობის შედეგია???  

საყდრისის მცველები კულტურის მინისტრის წინააღმდეგ

2015 წლის 20 ნოემბერი ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის საჯარო ლექცია საყდრისის მცველებმა ჩაშალეს! სრულად: https://sakdrisiblog.wordpress.com/giorgadze/