გიორგი კვირიკაშვილს

FBD6EA7C-F3D7-40A5-98E2-DBAC90DCFE8A_mw1024_s_n[1]

საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო გიორგი,

გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაატოვებინოთ პოსტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს, რადგან მისი გამინისტრებიდან დღემდე ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნული კიდევ ერთხელ დადასტურდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ კვლევით, საიდანაც ირკვევა, რომ გიორგაძის გამინისტრების შემდეგ კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გამარტივებული შესყიდვებისა და პირდაპირი დაფინანსების გზით 2.421.743 ლარი აქვთ მიღებული.
ასევე გამოიკვეთა, რომ შპს “ინთერნეიშენალ ივენთსა” და “ისთერნ პრომოუშენის” თანამშრომელთა ნაწილი კულტურის სამინისტროს სსიპ “კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდში” პარალელურად არის დასაქმებული.
მიხეილ გიორგაძის მინისტრად დანიშვნის შემდეგ სამინისტროს მიერ გაცემული თანხების (4.762.767 ლარი) 29%  მიხეილ გიორგაძესთან, კახი კანდელაკსა (მოადგილე) და დავით მენაბდესთან (ფონდის თავმჯდომარე) დაკავშირებულ კომპანიებზე მოდის.

საზოგადოებას კარგად ახსოვს კონკრეტულად რა გახდა კულტურის მინისტრის შეცვლის მიზეზი: გურამ ოდიშარია, რომელმაც უარი თქვა საყდრისის უნიკალური მაღაროს განადგურებაზე, მიხილ გიორგაძით შეცვალეს. ამას როგორც მოსალოდნელი უწყების მიერ მიღებული არაერთი უკანონო გადაწყვეტილება და საბოლოოდ საყდრისის აფეთქება მოჰყვა.

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის არაერთი აქცია მიმართული იყო სწორედ სახელმწიფოს მხრიდან კულტურული მემკვიდრეობისადმი არაჯეროვანი და გულგრილი დამოკიდებულების წინააღმდეგ, რაც გიორგაძის მინისტრობის პერიოდში კატასტროფულ ზღვარს მიუახლოვდა. მაგალითისათვის საკმარისია თუნდაც მცხეთის მუზეუმის არარსებობა და უნიკალური ექსპონატების ნესტიან სარდაფში განთავსების ფაქტი, მაშინ როდესაც უცხოელი შემსრულებლების კონცერტები 29 მილიონით დაფინანსდა.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აუდიტის სამსახურის კვლევებით გაირკვა, რომ პრემიებისა და დანამატების ოდენობით კულტურის სამინისტრო ერთპიროვნული ლიდერი იყო.

მიხეილ გიორგაძე რომ დირექტივების უსიტყვო შემსრულებელია, ეს ტელეკომპანია „ენტევესთან“ მომხდარი სამარცხვინო ინციდენტითაც დადასტურდა. ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ გიორგაძე სწორედ ასეთი სატელეფონო დირექტივების საფუძველზე იღებს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის გადაწყვეტილებებს.

ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ გადააყენოთ თანამდებობიდან მინისტრი, რომელიც ყველაზე სამარცხვინოა მათ შორის, ვისაც ოდესმე ებარა ეს სფერო. გარდა იმისა, რომ სამინისტროს ბუჯეტი საკუთარ ჯიბის   ფულად აქცია, მას არ გააჩნია ამ სფეროს ხელმძღვანელისათვის აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება, შოუბიზნესის მოკაშკაშე და უკვე მიმქრალი ვარსკვლავების ჩამოყვანა კი არც კულტურის დაცვაა და არც ძეგლების.
მიხეილ გიორგაძის თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში კომიტეტი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან პერმანენტული საპროტესტო აქციების დაწყების შესახებ კონსულტაციებს დაიწყებს.

 პატივისცემით.

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი

19.05.2016

Advertisements

One thought on “გიორგი კვირიკაშვილს

  1. მარტო მოხსნა არაა საკმარისი, ს ა ყ დ რ ი ს ი ს ყველა მნგრეველი უნდა გ ა ს ა მ ა რ თ ლ დ ე ს !!!

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s