ქართული იდეა

ერთი წლის წინ, 2014 წლის 13 დეკემბერს, ააფეთქეს ქართველთა კულტურული მემკვიდრეობის უძველესი და უნიკალური ძეგლი – საყდრისის ოქროს მაღარო. ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა ეკლესიის, სამეცნიერო (მათ შორის უცხოელი) წრეებისა და მთელი ქართული საზოგადოების თხოვნასა და შეგონებას და მხოლოდ „ოფშორული“ კომპანიის – RMG-ის ფინანსური ინტერესები გაითვალისწინა… „ქართული იდეა“ გმობს ამ ვანდალურ ფაქტს და პირდება მოსახლეობას, რომ ძალისხმევას … More ქართული იდეა

13 დეკემბრის აქცია

2015 წლის 13 დეკემბერს ერთი წელი გავიდა საყდრისის მსოფლიოში პირველი ოქროს მაღაროს აფეთქებიდან ამ დღის აღსანიშნავად, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის თაოსნობით გაიმართა აქცია საქართველოს კულტურისა და ზეგლთა დაცვის (სინამდვილეში ძეგლთა ნგრევის) სამინისტროს წინ. აქციის მიმდინარეობისას მოეწყო ფოტო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო საყდრისის, საპროტეტსო აქციების,საყდრისის მნგრეველებისა და მათი ხელშემწყობების ფოტოები. აქცია დასრულდა ვიდეო ფილმის ჩვენებით. *** … More 13 დეკემბრის აქცია

საია – საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქებიდან ერთი წლის შემდეგ, ბევრი კითხვა კვლავაც პასუხგაუცემელია

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, ერთი წლის წინ, 2014 წლის 13 დეკემბერს, კომპანია “RMG-Gold”-მა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის უძველს ოქროს მაღაროზე უკანონო აფეთქება განახორციელა. აფეთქების შედეგად არქეოლოგიური ობიექტის შეუქცევადი განადგურება დაიწყო. გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ გასული წლის დეკემებრის თვეში მომხდარ ფაქტს და აღვნიშნოთ შემდეგი. – 2014 წლის 13 დეკემბერს, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს უკანონო აფეთქების ფაქტს, … More საია – საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქებიდან ერთი წლის შემდეგ, ბევრი კითხვა კვლავაც პასუხგაუცემელია

ახალი მემარჯვნეები“: „საყდრისის აფეთქება დარჩება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სირცხვილად“

დღეს საყდრისის აფეთქებიდან ერთი წელი გავიდა. ქართველი და უცხოელი მეცნიერების შეფასებით, საყდრისის სახით ჩვენ გვქონდა კულტურის უნიკალური ძეგლი – ოქროს სამთო მოპოვების მსოფლიოში უძველესი კერა, რომელიც ბევრად უფრო ძველი იყო, ვიდრე ადრე მიკვლეული სხვა საბადოები. კულტურის ამ უნიკალური ძეგლის დანგრევა დარჩება სირცხვილად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, რადგან სამწუხაროდ, მათი მმართველობის პირობებში სახელმწფომ, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს … More ახალი მემარჯვნეები“: „საყდრისის აფეთქება დარჩება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სირცხვილად“

თავისუფალი დემოკრატების” განცხადება

ცამეტ დეკემბერს საქართველოს სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა. შარშან, 2014 წლის 13 დეკემბერს, ხელისუფლების ნებართვით, კერძო კ…ომპანიამ ააფეთქა საყდრისი-ყაჩაღიანის გორა. ამის შედეგად განადგურდა არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც სავარაუდოდ მსოფლიო კუტურის ძეგლიც უნდა ყოფილიყო – მსოფლიოში უძველესი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე ათასწლეულის ოქროს საბადო. აფეთქების თავიდან ასაცილებლად იღწვოდა საყდრისის გადარჩენის კომიტეტი, რომელშიც არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები და საზოგადოების სხვა წევრები შედიოდნენ. საყდრისის … More თავისუფალი დემოკრატების” განცხადება