საშოვარს შეწირული კულტურული ძეგლი

დაბინძურებული გარემო და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დამდგარი ბიომრავალფეროვნება  სოფო კაკაჩია „მწვანე ალტერნატივის“ მიერ დმანისსა და ბოლნისში  მოწყობილი ორდღიანი მედიატური საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა სხვადასხვა მედიასაშუალების  ჟურნალისტებისთვის. სემინარის თემა გახლდათ „მიწის (მათ შორის სატყეო მიწის) საკუთრებისა და სარგებლობის პრობლემები საქართველოში“. თითოეულ მოქალაქეს, თუ ნანახი არა, გაგონილი მაინც აქვს, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო. კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდი“ დღესაც  ინტენსიურად … More საშოვარს შეწირული კულტურული ძეგლი

ართვინში, 3000 -მდე ქართველი თურქულ პოლიციას დაუპირისპირდა

ართვინში (ყოფილ სამხრეთ ბათუმის ოლქი თურქეთში) ადგილობრივი ქართველები  ტყის გაჩეხვას აპროტესტებენ.  ტერიტორიას ოქროს საბადოს გასახსნელად ამზადებენ. რიზე – ერზრუმის ტრასები პარალიზებულია. მდგომარეობის გამწვავება 17 თებერვალს დაიწყო, ქართველებმა გადაკეტეს გზები და მძიმე ტექნიკას არ უშვებენ ოქროს საბადოს ტერიტორიაზე. ართვინ-ბოლნისის ბელტი – გეოლოგიურად ასე ეწოდება რეგიონს, რომელიც მოიცავს თურქეთის, საქართველოს, სომხეთისა და ირანის ტერიტორიებს. გამოირჩევა  ოქროს კარგი … More ართვინში, 3000 -მდე ქართველი თურქულ პოლიციას დაუპირისპირდა

საყდრისის კომიტეტი გარემოს დაცვის სამინისტროში

2 თებერვალი 2016 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა  შეხვედრაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავების შედეგად ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილი ეკოლოგიური მდგომარეობა და   კომპანიების მიერ საქმიანობის შედეგად გარემოზე მავნე ზემოქმედების საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მინისტრის განმარტებით  მონიტორინგის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მომავალშიც გაგრძელდება

სიცოცხლისათვის სახიფათოა

წარსულში კულტურული მემკვიდროების ძეგლი საყდრისი დღეს ეკოლოგიური დაბინძურების წყაროა. რატომ ჩივის სოფელ დიდი დმანისის მოსახლეობა, არის თუ არა მათი ნაკვეთები მძიმე მეტალებით დაბინძურებული? გაიგეთ შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევისა, რომელიც საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს მიმდებარედ ჩატარდა. http://web1.rustavi2.com/ka/video/10353?v=2

კაზრეთში RMG ისევ აბინძურებს მდინარეებს

“მწვანე მუშტის” წევრების მიერ 6 ნოემბერს კაზრეთში გადაღებული ფოტოები. გარემოს დაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ სისტემატიურად იღებს მონაცემებს კაზრეთის მდინარეების ქიმიური ანალიზის შესახებ. თუ ეს მართლაც ასეა, რატომ არ რეაგირებს სამინისტრო თვალით ხილულ დაბინძურებაზე, რაც “არემჯის” დაუდევარი მუშაობის შედეგია???