პრესკონფერენცია ვარძიაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით

საყდრისის კომიტეტის წევრის ნინო ბურჭულაძის პრესკონფერენცია “პრაიმტაიმის” პრესკლუბში 3 ნოემბერი, 2016 ვარძიაში უნიკალური, ისტორიულ-კულტურული ფრესკები გაიჭვარტლა. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების განცხადებით ამის მიზეზი სასულიერო პირების ქცევაა. როგორც დღეს ბრიფინგზე კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, უნიკალურ ისტორიულ დარბაზებში ბერები და მორჩილები ცხოვრობენ და კულტურული ძეგლი თვითნებურად არის გადაკეთებული რაც დამატებით აზიანებს უძველეს ძეგლს. Advertisements