ე.წ საყდრისის მუზეუმის აშენება მორიგი სიცრუე აღმოჩნდა

26.09.2026 ე.წ საყდრისის მუზეუმი, რომელიც უნიკალური მაღაროს აფეთქების სანაცვლოდ უნდა აშენებულიყო, მორიგი სიცრუე აღმოჩნდა, – ამის შესახებ საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი თქმით, RMG GOLD-ის წარმომადგენლები ბოლნისში მხოლოდ მუზეუმის შენობის აშენება-გარემონტებას აფინანსებენ,ხოლო საყდრისის ექსპოზიციის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია არა აქვთ. მათივე განმარტებით, საყდრისის ექსპოზიციის დაფინანსებაზე ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს ეროვნული მუზეუმი … More ე.წ საყდრისის მუზეუმის აშენება მორიგი სიცრუე აღმოჩნდა

გიორგი კვირიკაშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს ბატონო გიორგი, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაატოვებინოთ პოსტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს, რადგან მისი გამინისტრებიდან დღემდე ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნული კიდევ ერთხელ დადასტურდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ კვლევით, საიდანაც ირკვევა, რომ გიორგაძის გამინისტრების შემდეგ კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გამარტივებული შესყიდვებისა და პირდაპირი … More გიორგი კვირიკაშვილს

მიხეილ გიორგაძეს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს,  ბატონ  მიხეილ  გიორგაძეს ბატონო მიხეილ, მოგახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა მოვინახულეთ მცხეთის მუზეუმის ექსპონატების დროებითი განთავსების ადგილი. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ სამუზეუმო ექსპონატები ინახებოდა მათთვის შეუფერებელ ადგილას. მიუხედავად ამისა, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მცხეთის მუზეუმის შენობის გასხვისების … More მიხეილ გიორგაძეს

ნიკოლოზ ანთიძეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტ გენერალურ დირექტორს, ბატონ ნიკოლოზ ანთიძეს                                                                                                                     ბატონო ნიკოლოზ, მოგახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა მოვინახულეთ მცხეთის მუზეუმის ექსპონატების დროებითი განთავსების ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით,  ჩვენთვის ცნობილი იყო, სამუზეუმო ექსპონატები ინახებოდა მათთვის შეუფერებელ ადგილას, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მცხეთის მუზეუმის შენობის … More ნიკოლოზ ანთიძეს

საყდრისის კომიტეტის აქცია მცხეთაში 10.05.2016

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივმა კომიტეტმა მცხეთის მუზეუმის ექსპონატები მოინახულა, რომლებიც წლების განმავლობაში მუზეუმის არ არსებობის გამო მცხეთაში კონტროლის პალატის კუთვნილ სარდაფში არასათანადო პირობებში ინახება ***   *** ყოფილი კინოთეატრი  “კარიბჭე”. სავარაუდოდ აქ განთავსდება მცხეთის მუზეუმი პირველ სართულზე შომერჩენილია გორგასლის დროინდელი მცხეთის კარიბჭე, რომელსაც აწვიმს და იშლება