საყდრისის კომიტეტი ფიტარეთში (ვიდეო)

საყდრისის კომიტეტის გამაფრთხილებელი აქცია ფიტარეთის მონასტრის დასაცავად. ოქროს მომპოვებელი კომპანია “RMG-Gold” აპირებს ოქროს მოპოვების დაწყებას XIII საუკუნის ფიტარეთის მონასტრისა და ხულუტის ციხის მახლობლად, რისთვისაც აწარმოებს დაზვერვით სამუშაოებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გვერდის ავლით. კომპანია ახდენს საცდელ აფეთქებებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძეგლების დაზიანება.   ტვ იბერიას სიუჟეტები:   ტვ პირველისა და ტვ იმედის სიუჟეტები:   … More საყდრისის კომიტეტი ფიტარეთში (ვიდეო)

კულტურის მინისტრი “ოქროს ურო 2016”-ის მფლობელია

საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფისთვის სპეციალური “ჯილდო” დააწესა საყდრისის აფეთქებიდან ორი წლის თავზე, საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფისთვის სპეციალური “ჯილდო” დააწესა, რომელიც ყოველი წლის 13 დეკემბერს გაიცემა. “ჯილდო” წელს კულტურის მინისტრს მიენიჭა. მიხეილ გიორგაძე საყდრისის კომიტეტმა “ოქროს უროთი” დააჯილდოვა. საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელ ირაკლი მამალაძის განცხადებით, მიხეილ გიორგაძეს პრიზი საყდრისის აფეთქებაში განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემა. დაჯილდოება ტრადიციული … More კულტურის მინისტრი “ოქროს ურო 2016”-ის მფლობელია

“ცეცხლის ხაზი”. ირაკლი მამალაძე VS ზვიად ტომარაძე

გადაცემა “ცეცხლის ხაზი” (10.11.2016) – TV მაესტრო „აღადგინეთ სვეტიცხოვლის დახვრეტილი კედლები“ – ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები ეკლესიას მიმართავენ და საპატრიარქოს მოუწოდებენ, რომ სვეტიცხოვლის კომპლექსის ერთ-ერთი ნაგებობიდან კონდიციონერები ჩამოხსნას. ლიბერალები ამბობენ, რომ საზოგადოებას თვალს ანაფორა უბრმავებს და ვერ ხედავს, ვინ ამახინჯებს საქართველოს ისტორიას და კულტურულ მემკვიდრეობას. საკულტო ნაგებობისა და ნივთების ეკლესიის კომპეტენციაში დატოვების მომხრეებისკენ ვაკა გორგილაძე. … More “ცეცხლის ხაზი”. ირაკლი მამალაძე VS ზვიად ტომარაძე

პრესკონფერენცია მცხეთაში აეროპორტის მშენებლობაზე [ვიდეო]

საყდრისის დაცვის კომიტეტის პრესკონფერენცია მცხეთაში აეროპორტის მშენებლობის თემაზე. PraimTime. 22.06.2016

„საყდრისის კომიტეტი“ მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებს

„საყდრისის დაცვის კომიტეტი“ მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებს | პირველი არხი „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრები მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებენ. კომიტეტის წევრის, ირაკლი მამალაძის განმარტებით, ტერიტორია სვეტიცხოვლის მახლობლადაა, აღნიშნულ ტერიტორიაზე აეროპორტის არსებობა კი ძეგლს საფრთხეს შეუქმნის. კომიტეტის წევრები განმარტავენ, რომ მცხეთაში მშენებლობებზე დეკემბრამდე მორატორიუმია გამოცხადებული და განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე, ყველანაირი სამშენებლო სამუშაოები აკრძალულია, თუმცა სამუშაოები ღამით, … More „საყდრისის კომიტეტი“ მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებს