კულტურის მინისტრი “ოქროს ურო 2016”-ის მფლობელია

საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფისთვის სპეციალური “ჯილდო” დააწესა საყდრისის აფეთქებიდან ორი წლის თავზე, საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფისთვის სპეციალური “ჯილდო” დააწესა, რომელიც ყოველი წლის 13 დეკემბერს გაიცემა. “ჯილდო” წელს კულტურის მინისტრს მიენიჭა. მიხეილ გიორგაძე საყდრისის კომიტეტმა “ოქროს უროთი” დააჯილდოვა. საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელ ირაკლი მამალაძის განცხადებით, მიხეილ გიორგაძეს პრიზი საყდრისის აფეთქებაში განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემა. დაჯილდოება ტრადიციული … More კულტურის მინისტრი “ოქროს ურო 2016”-ის მფლობელია

„საყდრისის კომიტეტი“ მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებს

„საყდრისის დაცვის კომიტეტი“ მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებს | პირველი არხი „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრები მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებენ. კომიტეტის წევრის, ირაკლი მამალაძის განმარტებით, ტერიტორია სვეტიცხოვლის მახლობლადაა, აღნიშნულ ტერიტორიაზე აეროპორტის არსებობა კი ძეგლს საფრთხეს შეუქმნის. კომიტეტის წევრები განმარტავენ, რომ მცხეთაში მშენებლობებზე დეკემბრამდე მორატორიუმია გამოცხადებული და განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე, ყველანაირი სამშენებლო სამუშაოები აკრძალულია, თუმცა სამუშაოები ღამით, … More „საყდრისის კომიტეტი“ მცხეთაში აეროპორტის მშენებლობას აპროტესტებს

საყდრისის კომიტეტის აქცია მცხეთაში 10.05.2016

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივმა კომიტეტმა მცხეთის მუზეუმის ექსპონატები მოინახულა, რომლებიც წლების განმავლობაში მუზეუმის არ არსებობის გამო მცხეთაში კონტროლის პალატის კუთვნილ სარდაფში არასათანადო პირობებში ინახება ***   *** ყოფილი კინოთეატრი  “კარიბჭე”. სავარაუდოდ აქ განთავსდება მცხეთის მუზეუმი პირველ სართულზე შომერჩენილია გორგასლის დროინდელი მცხეთის კარიბჭე, რომელსაც აწვიმს და იშლება

საყდრისის კომიტეტი მცხეთის მუზეუმის ექსპონატებს მოინახულებს

10 მაისს საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი მცხეთის მუზეუმის ექსპონატებს მოინახულებს, რომლებიც წლების განმავლობაში მუზეუმის არ არსებობის გამო მცხეთაში კონტროლის პალატის კუთვნილ სარდაფში არასათანადო პირობებში ინახება, რაც 25 000 უნიკალურ ექსპონატს დაზიანების საფრთხეს უქმნის. ეს საკითხი არაერთხელ გამხდარა მეცნიერებისა და ხელოვნებათმცოდნეების აღშფოთების საგანი..კომიტეტმა სარდაფში შესვლის უფლება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან არაერთი საპროტესტო აქციისა თუ განცხადებების შედეგად … More საყდრისის კომიტეტი მცხეთის მუზეუმის ექსპონატებს მოინახულებს

პრემიერს: გახსოვდეთ, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც საყდრისი ააფეთქეს

საყდრისის კომიტეტი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს: გახსოვდეთ, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც საყდრისი ააფეთქეს<!– –> საყდრისის დაცვის საზოგადოებრივმა კომიტეტმა დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქცია-პერფომანსი სახელწოდებით “ქუმსიშვილის ოქროს კოშკები” გამართა. “მინდა პრემიერს მივმართო – ბატონო გიორგი, რომელი მაღალი ტრიბუნიდანაც არ უნდა ისაუბროთ თქვენი გუნდის მიღწევებზე, გახსოვდეთ რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ხელისუფლებამ მშვიდობიანობის დროს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი … More პრემიერს: გახსოვდეთ, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც საყდრისი ააფეთქეს

ქუმსიშვილის ოქროს კოშკები

“ქუმსიშვილის ოქროს კოშკები” – საყდრისის კომიტეტის აქცია-პერფომანსი – Palitra TV-Radio https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FPalitranews%2Fvideos%2Fvb.1716479245241896%2F1771170843106069%2F%3Ftype%3D3&show_text=0&width=560   “ქუმსიშვილის ოქროს კოშკები” – ამ სახელწოდებით სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან საყდრისის კომიტეტის წევრებმა აქცია-პერფომანსი გამართეს. აქციის წევრებმა კანცელარიის შენობის შესასვლელთან “ოქროს ზოდები” დაყარეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის მეუღლე კახა ჟღენტი კომპანია “არემჯი გოლდში” სპეციალურად მისთვის შექმნილ თანამდებობაზე, კორპორატიული დირექტორის … More ქუმსიშვილის ოქროს კოშკები

აქცია თბილისის არქეოლოგიური ცენტრის გადასარჩენად

“საყდრისის საზოგადოებრივმა კომიტეტმა” დღეს, უზნაძის ქ. #14-ში თბილისის არქეოლოგიური ცენტრის შესაძლო გასხვისება გააპროტესტა.