საყდრისის კომიტეტი VS შავი არქეოლოგია

საყდრისის კომიტეტის“ წევრების შეტყობინების საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების სამსახურმა პანკისის ხეობის სოფ. ბირკიანში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე უნებართვო სამუშაოები აღკვეთა.

არასამთავრობო ორგანიზაციიდან მიღებული ცნობა, რომელიც ე.წ. „შავი არქეოლოგიის“ უკანონო ქმედებებზე მიანიშნებდა, სააგენტოს სპეციალისტების მიერ ვითარების ადგილზე გარკვევის შემდეგ დადასტურდა. მონიტორინგისას აღმოჩნდა, რომ ტაძრის ინტერიერში, მის აბსიდთან და სამხრეთის მინაშენის დასავლეთ კედელის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული თხრილების შედეგად სამარხები იყო დაზიანებული. მოკვლევით დადასტურდა, რომ სამუშაოები რამდენიმე ეტაპად იყო განხორციელებული, რომელთაგან ნაწილი ადრეული, ნაწილი კი რამდენიმე დღის წინანდელია. კანონდარღვევის ფაქტზე სააგენტომ უკვე მიმართა პოლიციას, რის შედეგადაც დაწყებულია ფაქტზე მოკვლევა და აღძრულია სისხლის სამართლებრივი საქმე.

პარალელურად, ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესიაზე სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის მიერ უკვე მომზადდა სააღრიცხვო ბარათი და ფოტო-ვიზუალური მასალა, რომლის საფუძველზეც VIII საუკუნის დროინდელ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესია VIII-IX სს. დარბაზული ეკლესიაა თანადროული სამხრეთისა და დასავლეთის მინაშენით. ეკლესია ნატეხი ქვითაა ნაგები, კუთხეებში გამოყენებულია შირიმის ქვები. სამხრეთის მინაშენი ორნაწილადაა გაყოფილი: აღმოსავლეთის მხარე – პასტოფორიუმი უაბსიდოა და ტაძარს კარით უკავშირდება. დასავლეთ ნაწილს კი აღმოსავლეთის აბსიდი აქვს. ის დასავლეთ მინაშენთანაა დაკავშირებული და ამგვარად გარშემოსავლელს ქმნის.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s