“საყდრისის კომიტეტი” ბათუმის ახლადარჩეულ მერს მიმართავს

 

batumi

ქალაქ ბათუმში, თამარის დასახლებაში, ძმები ნობელების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლად აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც მოგვიანებით თავად დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სოციალური ქსელითაც გაავრცელეს. მე-11 მე-13 საუკუნის ქვევრის განადგურება განსაკუთრებით აღმაშფოთებელია იმ ფონზე, როცა მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ საქართველო სააბოლოოდ აღიარა, როგორც უძველესი მეღვინეობის ქვეყანა.

წლების განმავლობაში, საზოგადოება კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფისა თუ განადგურების არაერთი ფაქტის მომსწრე გახდა, თუმცა არცერთ შემთხვევაში დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხიმგებლობის საკითხი არ დამდგარა. მწარე რეალობის გათვალისწინებით, “საყდრისის კომიტეტს” არც ამ კონკრეტულ ფაქტზე გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და სამართალდამცავთა მხრიდან ადეკვატური რეაგირების მოლოდინი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოუწოდებთ ბათუმის ახლადარჩეულ მერს ლაშა კომახიძეს, პირად კონტროლზე აიყვანოს მომხდარის შესწავლა და დააყენოს მერიის იმ მაღალჩინოსანთა პასუხილმგებლობის საკითხი, რომელთაც კომპანიის სამუშაოებზე ზედამხედველობა ევალებოდათ.

ავტორი: ნათია ნადირაშვილი

http://primetime.ge/news/1511175530

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s