“საყდრისის კომიტეტი“ კომპანია “RMG GOLD“-ს კომიტეტის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს

23376085_1952147378135455_2167632773467247625_n[1]

“საყდრისის კომიტეტი“ კომპანია RMG GOLD კომიტეტის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს

ა. წ. 7 ნოემბერს საყდრისში განვითარებულ პროცესებზე კომპანია “RMG GOLD”-ის მიერ გავრცელებული უპასუხისმგებლო განცხადების გამო, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ მიზანშეწონილად მიიჩნევს, გააკეთოს კიდევ ერთი განმარტება.

როგორც 6 ნოემბერს „საყდრისის კომიტეტის“ მიერ გავრცელებული ანონსიდან საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, აგვისტოს ბოლოს ერთ-ერთმა არქეოლოგმა მოგვაწოდა ინფორმაცია საყდრისი-2-ზე ძველი გამონამუშევრების კვალის არსებობის შესახებ. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კომპანია “RMG GOLD“-ს საყდრისი-2-ზე დაშვება მოვთხოვეთ. კომპანიის წარმომადგენლების თანხლებით, 7 სექტემბერს დავასურათეთ რამდენიმე საეჭვო ადგილი. ფოტოები კი პირველადი შეფასებისათვის გადავუგზავნეთ ქართულ-გერმანული სამეცნიერო ექსპედიციის წევრებს, სამთო-არქეოლოგებს, პროფესორ ირინე ღამბაშიძესა და პროფესორ თომას შტოლნერს, რომლებიც წლების განმავლობაში იკვლევდნენ საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს. მეცნიერებმა  გამოთქვეს მოსაზრება, რომ სავარაუდოდ ერთ-ერთ ფოტოზე ძველი შტოლნა იყო აღბეჭდილი

13 სექტემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არქეოლოგი ზურაბ გიორგაძე და საყდრისის კომიტეტის წევრი ნინო ბურჭლაძე კომპანია “RMG GOLD“-ის წარმომადგენლების თანხლებით იმყოფებოდნენ საყდრისი-2-ზე, თუმცა, ფოტოებზე მონიშნული ადგილების იდენტიფიცირება და დათვალიერება ვერ მოხერხდა მიუდგომლობის  გამო, რაც შესაბამისად აისახა არქეოლოგ ზურაბ გიორგაძის ანგარიშში.

ვინაიდან, უკვე არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი საყდრისი-2-ზე ძველი შტოლნის არსებობის შესახებ, „საყდრისის კომიტეტმა“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს პროცესში ეროვნული მუზეუმის ჩართვა და სამუშაო შეხვედრის ორგანიზება სთხოვა. პარალელურად კულტურული მმეკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია RMG GOLD მიმართა თხოვნით, არ განეახლებინა სამუშაოები საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე.

17 ოქტომბერს შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, სააგენტოს იურისტი თეა ონიანი, RMG GOLDის წარმოების დირექტორი თორნიკე ლიპარტია, კომპანიის რესურსების გეოლოგი მალხაზ ნაცვლიშვილი, ეროვნულო მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორი ზურაბ მახარაძე, არქეოლოგი ირინე ღამბაშიძე, „საყდრისის კომიტეტის“  წევრები ნინო ბურჭულაძე და დავით გულბანი. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული ფოტოები და კიდევ ერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ ერთ-ერთი შეიძლება ყოფილიყო ძველი შტოლნა. ამის შემდეგ „საყდრისის კომიტეტმა: წამოაყენა წინადადება, რომ ინფორმაციის საბოლოო გადამოწმების მიზნით საყდრისი-2-ზე დაშვებული ყოფილიყვნენ არქეოლოგი ირინ ღამბაშიძე, სააგენტოს არქეოლოგი ზურაბ გიორგაძე და კომიტეტის წევრები, ხოლო “RMG GOLD“-ს შესაბამისი ტექნიკითა და ხელსაწყოებით უზრუნველეყო დახმარება. შეთანხმება შედგა და 7 ნოემბერს ჩაინიშნა საყდრისში ჩასვლა.

მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე  6 ნოემბერს, „საყდრისის კომიტეტმა“ გაავრცელა განცხადება საყდრისი-2-ზე სავარაუდოდ ძველი შტოლნის არსებობის და ინფორმაციის გადამოწმების მიზნით  საყრისში არქეოლოგების ჩასვლის შესახებ.

7 ნოემბერს ადგილზე ჩასულებს  ტერიტორია სახეშეცვლილი დაგვხვდა. როგორც “RMG GOLD“-ის გეოლოგებმა განგვიმარტეს, ეს იყო წვიმებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების“ ბრალი.

ფოტოებზე აღნიშნული ადგილებიდან ერთი შტოლნის სიძველის ეჭვი არ დადასტურდა, მეორე ადგილი სახეცვლილების გამო ფაქტობრივად მიუდგომელი აღმოჩნდა, ხოლო მესამის  იდენტიფიცირება  საერთოდ ვერ  მოხერხდა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია “RMG GOLD“-ის წარმომადგენლები 7 სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პროცესში სრულად იყვნენ ჩართულები და თავადაც პირადად მოისმინეს მეცნიერთა ვარაუდი, მაინც გაავრცელეს ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება და რატომღაც „საყდრისის კომიტეტი“ დაადანაშაულეს საკითხით სპეკულირებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში.

საზოგადოებრივი  გაერთიანება  „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის’ კიდევ ერთხელ  მოუწოდებს  საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ამფეთქებელ კომპანია RMG GOLD,  შეიკავოს თავი  დისკრედიტაციის მცდელობისგან და   საყდრისის კომიტეტის  ანტიპიარზე დახარჯული  დრო და რესურსი კომპანიის  საქმიანობის შედეგად რეგიონში არსებული ეკოციდის დასაძლევად  მიმართოს.

საყდრისის კომიტეტი

2017 წლის 9 ნოემბერი

***

2017 წლის 7 სექტემბერს გადაღებული ფოტოები

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s