RMG Gold-ი ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს აზიანებს

 

 ,,RMG Gold-ი ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს აზიანებს”- საყდრისის კომიტეტი ფოტოებს ავრცელებს

საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის ფოტოებს ავრცელებს და RMG Gold-ს ბრალდებებს უყენებს. კომიტეტის განცხადებით, ფოტოებზე კარგად , რომ RMG Gold-ი ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსს აზიანებს და გაურკვეველ სამუშაოებს აწარმოებს.

როგორც ,,პრაიმტაიმს” საყდრისის კომიტეტში განუცხადეს, მათთვის ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 10 დღის წინ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ე.წ. დაცვითი ზონის ტერიტორიაზე კომპანია “არემჯი გოლდის” კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ . გაურკვეველი სამუშაოები დაიწყო. მძიმე ტექნიკის მუშაობამ მნიშვნელოვნად დააზიანა მონასტრის გალავანი და მის მიმდებარედ ჯერ კიდევ მეცნიერულად შეუსწავლელი ხარო. სავარაუდოდ სრულადაა დანგრეული ძველი გალავნის ერთი ნაწილიც.

კომიტეტის წევრების თქმით სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული. რადგან ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს მინიჭებული აქვთ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება- განადგურება აგრეთევ კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ზონის რეჟიმის დარღვევა იძლევა სისხლის სამართლის დევნის საფუძველს.

საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, კულტურის მინისტრსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

RMG Gold-ი უკვე გამოეხმაურა საყდრისის კომიტეტს. კომპანიის პოზიციით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე კომპანია “არემჯი გოლდის” კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ გაურკვეველი სამუშაოები დაიწყო, სიცრუეა, თუმცა არ უარყოფს, რომ ტერიტორიაძე მისი მძიმე ტექნიკა მუშაობდა.

 

წყარო : http://primetime.ge

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s