გადაარჩინე ფიტარეთი

4.08.17

გადაარჩინე ფიტარეთი – ისევ RMG Gold-ი და კულტურული მემკვიდრეობა

4 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საყდრისის კომიტეტის ორგანიზაციებით გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაინტერესდეს და რეაგირება მოახდინოს კომპანია RMG Gold-ის ქმედებებით, რომელმაც 2-3 დღის წინ ამ ტერიტორიაზე ე.წ. საცდელი აფეთქება განახორციელა.

კომიტეტის წევრის, ნინო ბურჭულაძის თქმით, სცენარი ისე ვითარდება, როგორც საყდრისში.

“დაახლოებით 2-3 დღის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია RMG Gold-მა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბნელი ხევის ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი და ხულუტის ციხე, განახორციელა

ე.წ. საცდელი აფეთქება, რომელსაც თვითონ ექსპერიმენტულ აფეთქებას ეძახიან. აფეთქება განახორციელეს მაშინ, როდესაც არც ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი და არც ხულუტის ციხე არ არის შესწავლილი მდგრადობაზე. რამდენადაც ჩვენ ვიცით, კომპანიამ აფეთქების დროს გამოიყენა მაქსიმალური მუხტი, რამაც რა თქმა უნდა, ძეგლების დაზიანების რისკი გაზარდა. ჩვენ შევეცადეთ სიტუაციაში გარკვევა და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ამ აფეთქების შესახებ არაფერი იცოდა არც ეკონომიკის სამინისტრომ და არც კულტურის სამინისტრომ. ეს ინფორმაცია ამ უწყებებს უნდა სცოდნოდათ, ასევე ამ პროცესს უნდა დასწრებოდნენ შესაბამისი სპეციალისტები. აქედან გამომდინარე, ვმართავთ გამაფრთხილებელ აქციას.

დავდგით ბანერები და მოვუწოდეთ ხელისუფლებას დაინტერესდეს ბნელი ხევის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებით. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ბიზნესის განვითარების, თუმცა ჩვენ გვინდა, რომ ამ კომპანიის საქმიანობა მოექცეს კანონის ჩარჩოებში და საფრთხე არ დაემუქროს ძეგლებს”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

pitareti2[1]

აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდეს, უშუალოდ ადგილზე გაეცნოს სიტუაციას.

“ასევე, იმედი გვაქვს, რომ კულტურის სამინისტროს ექნება მყისიერი რეაგირება. კულტურის მინისტრმა დადო პირობა, რომ დაიცავდა ფიტარეთს, აქედან გამომდინარე, ველოდებით მის პოზიციას. იმედია, ეს პოზიცია იქნება მკაცრი და სამართლიანი. მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, რომ ჩამოვიდეს და ადგილზე გაეცნოს სიტუაციას, თუ რა საფრთხე ემუქრება ფიტარეთის უნიკალურ ძეგლს. ასევე, ჩავიდეს და დაათვალიეროს საყდრისის კანიონები და თუ რა დღეში ჩააგდო RMG Gold-მა”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, ფიტარეთში, RMG Gold-ის მხრიდან აფეთქება შეთანხმებული არ ყოფილა.

“საყდრისის კომიტეტი საუბრობს აფეთქებასთან დაკავშირებით. ეს ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც გაირკვა, თვითონ RMG Gold-ის მენეჯმენტი არ მიიჩნევდა საჭიროდ ეს ჩვენთან შეეთანხმებინათ. ჩვენი ინსპექტირების ჯგუფი აუცილებლად გაერკვევა ამ ვითარებაში. ადგილზე შეისწავლის კონკრეტულ ადგილს სადაც მოხდა ეს აფეთქება, თუკი ასეთი არსებობდა და ამ დასკვნის საფუძველზე გამოირკვევა იყო თუ არა სავალდებულო სააგენტოსთან ამ ქმედების შეთანხმება აუცილებელი. განისაზღვრება ეს ადგილი ეხება თუ არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონას და ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვეძლება კონკრეტულად იმის თქმა, იყო თუ არა მათი ქმედება ნორმატიულ ჩარჩოში მოქცეული. ზოგადად, როდესაც კომპანიის მიერ ახალ ობიექტზე სამთო მოპოვებით სამუშაოებზეა ლაპარაკი, შეთანხმების პროცესები აუცილებელია. ჩვენმა სააგენტომ არქეოლოგიური კვლევის ჩატარების თაობაზე ნებართვა გასცა. არქეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს და კომპანია RMG Gold-ი ამ პროცესს რაიმე გადაცდომის გარეშე ანხორციელებს. მათ შერჩეული ჰყავთ შესაბამისი ჯგუფები. მათ მიერ წარმოდგენილ ანგარიშს ჩვენი საბჭო განიხილავს და შემდეგ ხდება სპეციალური დასკვნის მომზადება”, – აცხადებენ სააგენტოში.

საყდრისის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ აქციას, RMG-ში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ RMG-ის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე, არც ისტორიულ ძეგლსა და არც გარემოს საფრთხე არ ემუქრება.

იხილეთ ასევე: “მცირე მუხტით აფეთქებებისასაც კი, ისედაც დაზიანებული ძეგლი,შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზარალდეს” – რა ელის ფიტარეთის მონასტერს?!

https://www.kvirispalitra.ge/public/36236-gadaarchine-fitarethi-isev-rmg-gold-i-da-kulturuli-memkvidreoba.html

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s