მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს

kobakhidze

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ ირაკლი კობახიძეს

კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციებისა და კერძო პირების

მიმართვა

კონსტიტუციური ცვლილებების დაგეგმილი საპარლამენტო განხილვების წინ, წარმოგიდგენთ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა მოსაზრებებს საქართველოს კონსტიტუციაში კულტურის საკითხებთან დაკავშირებით შემოთავაზებული ცვლილებების თაობაზე.

მივიჩნევთ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი არსებითად აუარესებს კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში კულტურის დარგის დაცვის მექანიზმებს, კერძოდ:

შემოთავაზებული პროექტით, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, იზრუნოს კულტურის განვითარებაზე, ეცლება ნორმატიული შინაარსი, ჩაუნაცვლებლად უქმდება მოქმედი რედაქციით დაცული მოქალაქის უფლება კულტურული გარემოთი სარგებლობაზე, ვიწროვდება კულტურის ცნება და ის მხოლოდ სახელოვნებო და აკადემიურ თავისუფლებამდე დაიყვანება.

  1. სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, იზრუნოს კულტურის განვითარებაზე, ეცლება ნორმატიული შინაარსი

შემოთავაზებული პროექტით, ადამიანის უფლებების თავიდან,  ზოგად დებულებებში გადადის[1] კულტურის განვითარებაში სახელმწიფოს პროაქტიული მონაწილეობის, კერძოდ კი კულტურის განვითარების პირობების შექმნის ვალდებულება, რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) კულტურის მართვისა და განვითარების სისტემის შექმნას,ინსტიტუციურ განვითარებას, ადექვატური სახსრების გამოყოფას, კულტურის პრიორიტეტების დადგენასა და ხელშეწყობას[2].

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში[3] ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, შექმნას კულტურის განვითარების პირობები, ამავე დროს, ხელი არ შეუშალოს კულტურის განვითარებას და შექმნას ამ უფლებების დაცვის რეალური გარანტიები. ამგვარი გადაადგილება შინაარსს აცლის სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას შესაბამისი უფლება და აქცევს მას სახელმწიფო პოლიტიკის ზოგადი მიმართულებების განსაზღვრის ფუნქციის მქონე ჩანაწერად, რაც ზღუდავს მოქალაქეებს, აღნიშნული უფლების დარღვევის გამო, იდავონ საკონსტიტუციო სასამართლოში.

  1. კულტურის დაცვის სხვა მექანიზმებთან ერთად უქმდება კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლება

კულტურის დამცავ სხვა ჩანაწერებთან ერთად, მთლიანად უქმდება პირისუფლება სარგებლობდესკულტურული გარემოთი, ასევე მისივალდებულება გაუფრთხილდესკულტურულ გარემოს[4], ხოლო „კულტურული გარემოს“ ცნება ჩანაცვლებულია ტერმინით- „საჯარო სივრცე“.[5]მიუხედავად „საჯარო სივრცის“ კონსტიტუციით განმტკიცების მხარდაჭერისა, აღვნიშნავთ,  რომ ეს ტერმინი თვისობრივად განსხვავდება „კულტურული გარემოს“ ცნებისაგან და უპირველესად გულისხმობს საზოგადოებისათვის თავისუფლად ხელმისაწვდომი და ღია სივრცეებით სარგებლობის შესაძლებლობას.[6] აღნიშნულისგან განსხვავებით, „კულტურული გარემო“ მოიცავს არა მხოლოდ გეოგრაფიულ ლოკაციას, არამედ ქცევების, ნორმების, პრაქტიკისა და რწმენების ერთობლიობას, რომელიც დამახასიათებელია გარკვეული სოციუმის შიგნით არსებული ჯგუფებისათვის[7], რასაც ვერ ჩაანაცვლებს ტერმინი „საჯარო სივრცე“,მით უფრო, რომ ეს ტერმინიხვდება „გარემოს დაცვის უფლების“[8]მუხლში. შესაბამისად, როგორც მუხლის კონსტრუქცია, ასევე მისი შინაარსი  (ტერმინ „საჯარო სივრცის“ ჩათვლით) მთლიანად უკავშირდება ბუნებრივი გარემოს დაცვის უფლებას და მასში კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლება აღარ მოიაზრება.

აღსანიშნავია, რომ წინამდებარე განცხადების წარმოდგენის დროისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად შესულიასაქმე[9], რომელიც უკავშირდება კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლებას. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია, კონსტიტუციურმა ცვლილებებმა არ შეაფერხოს სასამართლო, გააკეთოს მნიშვნელოვანი განმარტებები კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებით.

შემოთავაზებული პროექტი ასევე აღარ ითვალისწინებსდღეს მოქმედი რედაქციით აღიარებულ სახელმწიფოს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს კულტურული თვითმყოფადობის გამოვლინებასა და გამდიდრებას, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა აღიარებას დასაერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებას, რითაც ზღუდავს აღნიშნულ სფეროებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში დავის შესაძლებლობას; ამასთან, ბუნდოვანი ხდება საქართველოს მიერ კულტურის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის განმარტებით ბარათში საერთოდ არ არის  ნახსენები ამ დებულებების ამოღების მიზეზი.

შემოთავაზებული პროექტი ასევე აღარ მოიცავს საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალდებულებას, ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე.[10]წარმოდგენილი პროექტის თანდართულ განმარტებით ბარათში, კულტურასთან კავშირში მყოფი აღნიშნული მუხლი ერთადერთია, რომლის ამოღებასაც პროექტის ავტორები ასაბუთებენ, თუმცა დასაბუთება სტრუქტურულია და არა შინაარსობრივი.[11] აღნიშნული მუხლის გაუქმებით იზღუდება ამ ნაწილში სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა, რაც აქამდე არაერთხელ იქნა გამოყენებული  საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მიერ.[12]

  1. ვიწროვდება კულტურული ცხოვრების ფართოდ დაცული სფეროები

საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 34-ე მუხლით დაცულია კულტურული ცხოვრების ფართო სფერო. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომიუთითებს, რომკულტურულ ცხოვრებას მრავალი კომპონენტი გააჩნია. (მათ შორის  კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს კულტურის დარგში აკადემიურ საქმიანობასაც)[13].ტერმინი „კულტურა“ გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის განმარტების მიხედვით, სახელოვნებო და აკადემიური საქმიანობის გარდა, მოიცავს ნებისმიერი ტიპის უნარებსა და ჩვევებს (ჩვეულებები, კანონმდებლობა, მორალი და ა.შ.), რომელიც საზოგადოების წევრმა შესაძლოა შეიძინოს და განავითაროს. რაც მთავარია, ტერმინი მოიცავს კულტურაზე ხელმისაწვდომობის უფლებას.[14]აღნიშნულის საპირისპიროდ, შემოთავაზებული პროექტი დაუსაბუთებლად ავიწროვებს „კულტურის“ ქვეშ დაცულ სფეროებს მხოლოდ სახელოვნებო და აკადემიურ საქმიანობამდე[15], რითაც ზღუდავს შესაძლებლობას, საკონსტიტუციო სასამართლომ მომავალში აღნიშნული ცნება კიდევ უფრო ფართოდ განმარტოს.

ზემოაღნიშნული დასაბუთებისა და არგუმენტაციის  გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს სთავაზობს:

  1. ადამიანის უფლებების თავში, 29-ე თავის ფორმულირება ჩამოყალიბდეს, შემდეგნაირად: „კულტურული და ბუნებრივი გარემოს დაცვის უფლება“.
  2. იმისთვის, რომ არ მოხდეს სახელმწიფოს როლისშესუსტება კულტურის განვითარებაში, ასევე დაცული სფეროს შევიწროვება, აუცილებლად მიგვაჩნია 29-ე მუხლს დაემატოს დღეს მოქმედ რედაქციაში არსებული შემდეგი ფორმულირება: სახელმწიფო ხელს უწყობს კულტურის განვითარებას, კულტურულ ცხოვრებაში მოქალაქეთა შეუზღუდავ მონაწილეობას, კულტურული თვითმყოფადობის გამოვლინებასა და გამდიდრებას, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა აღიარებას და საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებას.
  3. იმისთვის, რომ შენარჩუნდეს კონსტიტუციით გამყარებული მოქალაქის უფლება, იზრუნოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია 29-ე მუხლში ასევეშემდეგი ფორმულირების დამატება:„საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებაა, ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – შენარჩუნებაზე“;
  4. მნიშვნელოვანია შემოთავაზებული პროექტის 29-ე მუხლში გარემოს დაცვასთან ინტეგრირდეს, კულტურული გარემოს დაცვის უფლება და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, ისარგებლოს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი და საჯარო სივრცით“; ასევე, „ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია ბუნებრივი და კულტურული გარემოს მდგომარეობის შესახებ.
  5. გამართული სტრუქტურის უზრუნველსაყოფად, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი: „კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით“, ინტეგრირდეს და დაემატოს 29-ე თავს.

 

 ხელმომწერი ორგანიზაციები:

 ინიციატივა საჯარო სივრცისთვის,

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი,

საყდრისის კომიტეტი  – კულტურული მემკვიდრეობისთვის

ICOM საქართველო,

ტფილისის ჰამქარი

საზოგადოება „ბათომი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი

ICOMOS – საქართველოს ისტორიული ქალაქების სექცია

 

 —————————————-

[1]საქართველოს კონსტიტუციური კანონი„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, მუხლი 5. პუნქტი 5.

[2]იუნესკოს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის საერთაშორისო კონვენცია, მუხლი 5. პუნქტები 1-6; ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია საზოგადოებისთვის, კულტურული მემკვირეობის მნიშვნელობის შესახებ, (ფარო), 2005 წელი, მუხლი 11, პუნქტი “B”. იუნესკოს კონვენცია კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის და ხელშეწყობის შესახებ.  მუხლი 6.

[3]საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. #2/2-389. q. baTumi, 2007 wlis 26 oqtomberi.

[4] საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 37, ნაწილი 3.

[5]საქართველოს კონსტიტუციური კანონი„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, მუხლი 29, ნაწილი 1,2.

[6] იუნესკოს პროგრამა „ინკლუზია საჯარო სივრცის მეშვეობით“; http://www.unesco.org/new/en/social-and-human-sciences/themes/urban-development/migrants-inclusion-in-cities/good-practices/inclusion-through-access-to-public-space/

[7]https://www.reference.com/world-view/cultural-environment-8b07d454e1bf7c8e

[8]საქართველოს კონსტიტუციური კანონი„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, მუხლი 29.

[9]საქართველოსმოქალაქეებიმარინემიზანდარი, გიორგიჩიტიძედაანაჯიქურიძედა ააიპ „ლურჯიფარისსაქართველოსეროვნულიკომიტეტი“ საქართველოსპარლამენტისწინააღმდეგ, სარჩელი N1216.

[10]საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 34, ნაწილი 2.

[11]საქართველოს კონსტიტუციური კანონი„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, განმარტებითი ბარათი, გვერდი 13. (მუხლი 29);

[12]1. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 27 მაისის #2/2/132 განჩინება საქმეზე ,,ნუგზარ ბაღათურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’. მოსარჩელე ასაჩივრებდა ,,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლითაც მეცნიერებათა აკადემიას, როგორც ქონების უზუფრუქტუარს, ეკრძალებოდა იჯარის თანხის მიღება და მისი სამეცნიერო აკადემიის მიზნებისათვის მოხმარება;

ასევე, 2. საყდრისის საქმისწარმოებაში, აღნიშნული მუხლი წამყვანი საფუძველი იყო: 2014 წლის 13 მარტს მოქალაქეებმა კოჟორიძემ და მამულაშვილმა მიმართეს ადმინისტრაციული საჩივრით მთავრობას, რომ კომპანია RMG Gold-ს შეეჩერებინა სამუშაოები. ისინი მთავრობამ არაუფლებამოსილ სუბიექტებად ცნო და სარჩელი არ განიხილა, ხოლო შემდეგ 2014 წლის 30 მაისს ამ პირების სარჩელის საფუძველზე, სასამართლომ განჩინებით შეაჩერა RMG – ის საქმიანობა, მოსარჩელეებმა უფლებამოსილი სუბიექტობის საკითხი სწორედ კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებას დააფუძნეს

[13]საქართველოსმოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. #2/2-389. q. baTumi, 2007 wlis 26 oqtomberi

[14]გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის განმარტებანი „კულტურული მრავალფეროვნების კონვენციისათვის“. http://www.unesco.org/new/en/social-and-human-sciences/themes/international-migration/glossary/cultural-diversity/

[15]საქართველოს კონსტიტუციური კანონი„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, მუხლი 20 პუნქტი 1.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s