საყდრისის კომიტეტის განცხადება

საყდრისის კომიტეტი გაერთიანება „ერთად“-ის წევრია მისი შექმნის დღიდან. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ ჩვენი ინიციატივით მოხდა ჩვენს მაშინდელ ოფისში რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეკრება , სადაც შევთავაზეთ მოწვეულ სტუმრებს, სამოქალაქო საზოგადოება ერთიანი ფრონტით გამოსულიყო არსებული პრობლემების გადასაჭრელად. შექმნილ გაერთიანებას ჩვენი წევრის ინიციატივით ეწოდა „ერთად“.
სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციები ამ ბლოკში გაერთიანდნენ არა რომელიმე პიროვნების, არამედ იდეის გარშემო.
დღემდე „ერთად“-ის სახელით დაგეგმილ არცერთ აქციაში იყო გათვალისწინებული კომიტეტის პოზიცია და აქციების თემის შერჩევა და შემდეგ დაგეგმვა ხდებოდა რამდენიმე პიროვნების მიერ.
ამ პერიოდის განმავლობაში ქალბატონ ნატა ფერაძის მხრიდან რამდენჯერმე იყო კომიტეტის დისრედიტაციის მცდელობა ( ვარდების ბაღი, მწვანე სკოლა) . მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე გაკეთდა განმარტებები და საკითხი თითქოს ამოწურული იყო, დროდადრო მაინც საეჭვოდ ხდებოდა ამ თემების კვლავ წამოწევა.
განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ მწვანე სკოლის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო. ქალბატონ ნატა ფერაძეს თანაგუნდელები არ გახსენებია, ისე დასდო ბრალი ირაკლი მამალაძეს ინვესტორთან არაკანონიერ მოლაპარაკებაში და უშვერი სიტყვებითაც კი გალანძღა, რაც მიუღებელი იყო ჩვენთვის. ამ ბრალდებების დამამტკიცებელი საბუთები არც მოგვიანებით დადებულა.

mamaladze
7 მაისის აქციაზე მომხდარი ინციდენტების გამო ირაკლი მამალაძემ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დააფიქსირა პირადი პოზიცია ქალბატონ ნატა ფერაძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალის (ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკეული ნივთიერების მოხმარება) შესახებ, ამ შემთხვევაში ირაკლი მამალაძე დაეყრდნო საინფორმაციო საშუალებებში შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას, თუმცა როდესაც ქალბატონ ფერაძეს აღნიშნული ბრალდება მოეხსნა, მაშინვე ამის შესახებაც კვლავ თავის ფეისბუქის გვერდზე დადო ინფორმაცია. სამწუხაროდ, მხოლოდ პირველი წერილი მოექცა სააგენტოების ყურადღების ცენტრში და არა მეორე. ჩვენ მომდევნო ორი დღის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ ეს არ იყო კომიტეტის ოფიციალური განცხადება არამედ, იყო პიროვნული დამოკიდებულების გამოხატვა.
თუმცაღა, კომიტეტს მიაჩნია, რომ როდესაც აქციის თანაორგანიზატორი ხარ, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს საკუთარ ქცევის ფორმებზე, რათა არ მიეცეს ხელისუფლებას აქციის მონაწილეებისა და იდეის დისკრედიტაციას საშუალება.
სამწუხაროდ, საზოგადოების გამოხმაურება მედიითაც და სოც ქსელებშიც იყო მკვეთრად უარყოფითი, რამაც როგორც გაერთიანების წევრებს, ჩვენც მოგვაყენა ზიანი.
ახლა, რადგანაც აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მოძრაობა მხოლოდ ერთი კონკრეტული პრობლების გარშემოა გაერთიანებული და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი თემები ყურადღების მიღმა რჩება, ჩვენ ჩვენს თავს ამ ერთობაში ვეღარ ვხედავთ და საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი გაერთიანებას ტოვებს და დამოუკიდებლად აგრძელებს ბრძოლას როგორც საყდრისის ინტერესების, ასევე, ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.
საყდრისის დაცვის კომიტეტი კიდევ ერთხელ აფიქსირებს პატივისცემას გაერთიანებაში შემავალი ორგანიზაციების მიმართ და წარმატებებს გისურვებთ თქვენ მეტად მნიშვნელოვან ბრძოლაში.
ასევე გთხოვთ, დასრულდეს ამასთან დაკავშირებული სპეკულაციები და ინსინუაციები , წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აღიქმება კომიტეტის დისკრედიტაციის მცდელობად.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s