ე.წ საყდრისის მუზეუმის აშენება მორიგი სიცრუე აღმოჩნდა

sakdrisi26.09.2026

ე.წ საყდრისის მუზეუმი, რომელიც უნიკალური მაღაროს აფეთქების სანაცვლოდ უნდა აშენებულიყო, მორიგი სიცრუე აღმოჩნდა, – ამის შესახებ საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათი თქმით, RMG GOLD-ის წარმომადგენლები ბოლნისში მხოლოდ მუზეუმის შენობის აშენება-გარემონტებას აფინანსებენ,ხოლო საყდრისის ექსპოზიციის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია არა აქვთ.

მათივე განმარტებით, საყდრისის ექსპოზიციის დაფინანსებაზე ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თავად მუზეუმის კონცეფციის ავტორთა ჯგუფიც.

”ამ თემასთან დაკავშირებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამაოდ ვცდილობდით კომუნიკაციას საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და კულტურის სამინისტროსთან. საყდრისის დაცვის კომიტეტი ითხოვდა შეხვედრას ე.წ. გაფართოებულ ფორმატში (კულტურის სამინისტრო, ეროვნული მუზეუმი, ძეგლთა დაცვის სააგენტო, საყდრისის კონცეფციის ავტორები და კომპანია RMG GOLD), სადაც განხილული იქნებოდა საყდრისის ექსპოზიციასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა, შეხვედრა არ შედგა, ასევე არ მიგვიღია პასუხები კულტურის სამინისტროდან შესაბამის წერილებზე,”- განაცხადეს საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა.

როგორც საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, მათთვის ცნობილი გახდა, რომ სექტემბრის ბოლოს კულტურის სამინისტრო გეგმავს ბოლნისის მუზეუმის პრეზენტაციას, სადაც, სავარაუდოდ, მხოლოდ საყდრისიდან თავის დროზე შესასწავლად ამოღებული მასალა გამოეფინება, რითაც, მათი თქმით, კიდევ ერთხელ დაკნინდება საყდრისის, როგორც უძველესი ოქროს მაღაროს უნიკალურობა.

”საყდრისის დაცვის კომიტეტი ითხოვს, დროულად იყოს მოძიებული ფინანსები დაპირებისამებრ მაღაროს 3D მოდელის შესაქმნელად, რათა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი-საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში”, – განაცხადეს საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/398936-saydrisis-dacvis-komiteti-ets-saydrisis-muzeumis-asheneba-morigi-sicrue-aghmochnda.html

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s