საყდრისის დაცვის კომიტეტი მცხეთაში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

საყდრისის დაცვის კომიტეტი მცხეთაში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს | PrimeTimeNews

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები მცხეთაში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავენ  და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. ამის შესახებ საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებმა ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს.

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრის ირაკლი მამალაძის თქმით, მცხეთაში გამოცხადებულია მორატორიუმი და აკრძალულია ნებისმიერი სახის მშენებლობა. ამის მიუხედავად, ბიზნესმენ თემურ უგულავას კომპანია ,,აჭარა გრუპი”  აგრძელებს სამუშაოებს, არ გაჰყავს ტექნიკა იმ ადგილიდან, სადაც აეროპორტის აშენება გეგმავს და ელოდება 31 დეკემბერს, როცა დროებით მორატორიუმს გასდის ვადა.

,,საყდრისის დაცვის კომიტეტმა რამოდენიმე კვირის წინ გაასაჯაროვა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მცხეთაში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს სრულიად უკანონოდ, ნებართვის გარეშე. აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს ბიზნესმენ თემურ უგულავას კომპანია ,,აჭარა ჯგუფი”. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თემურ უგულავას წარმომადგენლებმა თავიდან უარყვეს ეს ინფორმაცია, რომ თითქოს კავშირი არ ჰქონდათ საჰაერო ფრენებთან, მაგრამ გუშინ გამოქვეყნდა მათი ოფიციალური განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ დიახ, თემურ უგულავას კომპანია აპირებს შევიდეს საჰაერო გადაზიდვების ბიზნესში და მას თვითმფრინავიც ჰყოლია შეძენილი და ისინი გეგმავენ აეროპორტების მოწყობას საქართველოს მასშტაბით, მათ შორის არის მცხეთა, საიდანაც სურს ამ კომპანიას და ამ ბიზნესმენს იფრინოს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ მაშინაც ვაცხადებდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის, კულტურული მემკვიდრეობის  წინაშე და მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებობენ ადამიანები, კონკრეტული ბიზნესმენები, საუბარია ამ შემთხვევაში თემურ უგულავაზე, ასევე არსებობს ერთ-ერთი ბიზნესმენი კონსტანტინე მორგოშია, რომლებიც აწყობენ საბოტაჟს.  მათი მიზანია, როგორმე მცხეთა ამოვარდეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიიდან, რადგან მცხეთაში არსებობს უამრავი ადგილი ბიზნესმენების მიერ შესყიდული ტერიტორიები, მიწის ნაკვეთები, სადაც ვერ ახორციელებენ მშენებლობას იმის გამო, რომ იქ არის მორატორიუმი და იუნესკოს მფარველობის ქვეშ არის ეს ზონა,ამიტომ ასეთი უხეში პროექტებით სპეციალურად, მიზანმიმართულად სურთ, რომ ამოიღონ მცხეთა კულტურული მემკვიდრეობის სიიდან, როგორც ბაგრატის შემთხვევაში მოხდა”, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

ირაკლი მამალაძის თქმით, ამ თვითმფრინავების ვიბრაცია და ხმა დამაზიანებელია მცხეთისთვის და შეურაცხმყოფელია, როგორც უძველესი და იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ქალაქისა.

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრის ანა მიქაუტაძის თქმით, თემურ უგულავა კომპანიამ მშენებლობების განხორციელება სასამართლომაც აუკრძალა, თუმცა ბიზნესმენს სამშენებლო ტექნიკა აეროპორტის მშენებლობის სავარაუდო ადგილიდან არ გაჰყავს.

13331141_10208600693671321_1112385596893356770_n[1]

,,ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია, დავინტერესდით რა ადგილია, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს. წითლად შემოსაზღვრული არის ადგილი, სადაც ჩანს თუ ამჟამად რა მდგომარეობაშია, ხედავთ რომ აღებულია მწვანე საფარი და მიტანილია სამშენებლო მასალა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვითხოვეთ რომ გაეყვანათ ტექნიკა, სასამართლომ მათ აუკრძალა მშენებლობა და ისინი არ აგრძელებენ მშენებლობას, მაგრამ მანქანები მაინც დგას იქ. ჩვენ გვაქვს გამოცდილება საყდრისის მაგალითზე, მაშინაც არ გაიყვანეს მანქანები და ღამით ხდებოდა საყდრისის ნგრევა.  დარწმუნებულები ვართ, რომ ამ შემთხვევაშიც ღამით მიმდინარეობს მშენებლობა. საინტერესოა, ჰქონდა თუ არა თემურ უგულავას ხეებისა და ბუჩქების გაჩეხვის უფლება და რა რეაგირება ჰქონდა სამინისტროს და მწვანეთა ორგანიზაციებს”, – განაცხადა ანა მიქაუტაძემ.

primetimenews.ge

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s