მიხეილ გიორგაძეს

მიხეილ გიორგაძე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს,

 ბატონ  მიხეილ  გიორგაძეს

ბატონო მიხეილ,

მოგახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა მოვინახულეთ მცხეთის მუზეუმის ექსპონატების დროებითი განთავსების ადგილი. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ სამუზეუმო ექსპონატები ინახებოდა მათთვის შეუფერებელ ადგილას. მიუხედავად ამისა, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.
მცხეთის მუზეუმის შენობის გასხვისების გამო მუზეუმის დირექცია იძულებული გახდა 2011 წელს ექსპონატები დაესაწყობებინა და ამისათვის ქალაქის ხელმძღვანელობამ გამოყო მცხეთის კონტროლის პალატის   სარდაფი. მომატებული ტენიანობის  გამო საცავში დგას ნესტის სუნი, კედლები სველია, შეიმჩნევა შავი ნადები,  რაც  ჩვენ  გვაძლევს გონივრული ეჭვის საფუძველს,  რომ მრავლდება სოკოს სპორები, და ყუთებში შეფუთული ჩვენი ისტორიისათვის ძვირფასი და უნიკალური ექსპონატები დაზიანების  საფრთხის  ქვეშაა!

მოგმართავთ თხოვნით:

1. სასწრაფოდ მიიღეთ ზომები ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად. უმოქმედობის შემთხვევაში გამორიცხული არაა, ყუთებში განთავსებულ ექსპონატებს რესტავრაცია დასჭირდეთ, რაც ასევე გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ან სულაც უვარგისი გამოდგეს მუზეუმის ახალ შენობაში განთავსებისათვის. ამიტომ, ან გადაიტანეთ ექსპონატები სხვა შესაფერის ადგილას, ან სადაც არის იქ, სასწრაფოდ განხორციელდეს საჭირო ქმედებები, როგორიცაა გამართული ვენტილაცია, კედლების ჰიდროიზოლაცია და ა.შ.

2. გთხოვთ, დეტალურად განგვიმარტოთ, მცხეთის ახალი მუზეუმის შენობის პროექტზე რა სახის შენიშვნები გააკეთა იუნესკომ;

3. აღნიშნული საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი დაინტერესების გამო, გთხოვთ, საყდრისის კომიტეტის ჩართულობით მოაწყოთ შეხვედრა მცხეთის მუზეუმის შენობის დამპროექტებელ ჯგუფთან.

   საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი

16.05.2016

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s