საყდრისის კომიტეტი მცხეთის მუზეუმის ექსპონატებს მოინახულებს

mcxeta10 მაისს საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი მცხეთის მუზეუმის ექსპონატებს მოინახულებს, რომლებიც წლების განმავლობაში მუზეუმის არ არსებობის გამო მცხეთაში კონტროლის პალატის კუთვნილ სარდაფში არასათანადო პირობებში ინახება, რაც 25 000 უნიკალურ ექსპონატს დაზიანების საფრთხეს უქმნის. ეს საკითხი არაერთხელ გამხდარა მეცნიერებისა და ხელოვნებათმცოდნეების აღშფოთების საგანი..კომიტეტმა სარდაფში შესვლის უფლება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან არაერთი საპროტესტო აქციისა თუ განცხადებების შედეგად მიიღო.

მცხეთის მუზეუმის პროექტი რომელიც იუნესკომ ორჯერ დაიწუნა, დღემდე დამუშავების პროცესშია. საქართველოს მთავრობამ კი წლებია ბიუჯეტში სათანადო თანხა (2.5 მილიონი ლარი) ვერ მოიძია. საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი მედიასაშუალებებს მცხეთში ჩასვლას და კონტროლის პალატის სარდაფში არსებული ვითარების გაცნობას სთხოვს.

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები მცხეთაში კონტროლის პალატის შენობასთან 13 საათზე შეიკრიბებიან.
მისამართი: მცხეთა, აღმაშებლის ქ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s