პრემიერს: გახსოვდეთ, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც საყდრისი ააფეთქეს

aqciaoqro-cr-739x428[1]

საყდრისის კომიტეტი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს: გახსოვდეთ, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც საყდრისი ააფეთქეს<!–
–>

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივმა კომიტეტმა დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქცია-პერფომანსი სახელწოდებით “ქუმსიშვილის ოქროს კოშკები” გამართა.

“მინდა პრემიერს მივმართო – ბატონო გიორგი, რომელი მაღალი ტრიბუნიდანაც არ უნდა ისაუბროთ თქვენი გუნდის მიღწევებზე, გახსოვდეთ რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ხელისუფლებამ მშვიდობიანობის დროს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ააფეთქა და გარწმუნებთ, რომ საქართველო გახდება ის ქვეყანა, სადაც საყდრისის ამფეთქებლებს აუცილებლად დასჯიან“, – ამის შესახებ “აიპრესთან”  საყდრისის საზოგადოებრივი კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა ნინო ბურჭულაძემ მთავრობი ადმინისტრაცასთან, საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და კერძო კომპანია „RMG”- ს შორის ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას: ცოტა ხნის წინ მინისტრის მოადგილის ირმა ქავთარაძის მეუღლე კახაბერ ჟღენტი კომპანია RMG (RICH METALS GROUP) -ში კორპორატიული დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.

ამ საკადრო ცვლილებას კი წინ უძღოდა მიმდინარე წლის იანვარში მინისტრ ქუმსიშვილის შეხვედრა RMG -ის ხელმძღვანელ დიმიტრი ტროიცკისთან.

ipress.ge

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s