ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

ek_sam30 მარტი, 2016
დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ემყარება არასწორ და არარსებულ ფაქტებს  თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე შენობასთან დაკავშირებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განმარტავს:
 1. ქ. თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე (საზოგადოებისთვის ცნობილია,  როგორც საქართველოს არქეოლოგიური მუზეუმი) უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სსიპ „საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.“ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ქონება არ ყოფილა საპრივატიზებო ნუსხაში და არც ამ ეტაპზე მიმდინარეობს რაიმე სახის საქმისწარმოება შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით
2.  არასერიოზულია განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა „საყდრისის აფეთქებას“
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, ირმა ქავთარაძეს და მისი ოჯახის წევრებს არასოდეს ჰქონიათ რაიმე შეხება თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე ქონებასთან
ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადოებაში თავისუფალი აზრის არსებობას  და პოზიციის გამოხატვას, თუმცა, ვთხოვთ, რომ ცალკეული მოქალაქეები ან ორგანიზაციები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს და მედიის საშუალებებს მიაწოდონ ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია.
დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ემყარება არასწორ და არარსებულ ფაქტებს  თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე შენობასთან დაკავშირებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განმარტავს:

1. ქ. თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე (საზოგადოებისთვის ცნობილია,  როგორც საქართველოს არქეოლოგიური მუზეუმი) უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სსიპ „საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.“ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ქონება არ ყოფილა საპრივატიზებო ნუსხაში და არც ამ ეტაპზე მიმდინარეობს რაიმე სახის საქმისწარმოება შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით.

2.  არასერიოზულია განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა „საყდრისის აფეთქებას“.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, ირმა ქავთარაძეს და მისი ოჯახის წევრებს არასოდეს ჰქონიათ რაიმე შეხება თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე ქონებასთან.

ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადოებაში თავისუფალი აზრის არსებობას  და პოზიციის გამოხატვას, თუმცა, ვთხოვთ, რომ ცალკეული მოქალაქეები ან ორგანიზაციები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს და მედიის საშუალებებს მიაწოდონ ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია.

http://www.economy.ge/ge/media/news/ekonomikisa-da-mdgradi-ganvitarebis-saministros-gancxadeba-5060

***

კომიტეტის მოკლე შენიშვნა (სრულ პასუხს გავცემთ მოგვიანებით):

1. მუზეუმი (ბერძ. μουσείο[ν] – მუზათა ტაძარი) — საზოგადოების განვითარების სამსახურში მყოფი მუდმივი ინსტიტუტია და ღიაა ფართო საზოგადოებისთვის. მუზეუმი შესწავლის, განათლების მიზნით ან ვიზუალური სიამოვნებისთვის იძენს, ინახავს, იკვლევს და გამოჰფენს ადამინთა შემოქმედებისა და მათი გარემოს აღმწერ ფაქტებზე არსებულ მნიშვნელოვან მასალას.

2. დიმიტრი ქუმსიშვილს ხელი პირადად არ მოუწერია, მაგრამ დიდი წვლილი აქვს შეტანილი  „საყდრისის აფეთქებისთვის“. ამას ადასტურებენ ყოფილი კულტურის მინისტრი ოდიშარია, და მისი მოადგილე მარინე მიზანდარი.

3. გვაქვს ინფორმაცია, რომ მინისტრის მოადგილის,  ირმა ქავთარაძის მეუღლე არის საყდრისის ამფეთქებელი  “RMG Gold”-ს თანამშრომელი!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s