ვინ ასხვისებს ეროვნული მუზეუმის ქონებას?

FotorCreated6-735x400[1]
ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილეა ირმა ქავთარაძე

30 მარტი, 2016

თბილისში არქეოლოგიური ცენტრის გასხვისების ფაქტი საყდრისის საზოგადოებრივმა კომიტეტმა გააპროტესტა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალაქის ცენტრალურ უბანში, კერძოდ, უზნაძის ქუჩის 14-ში მდებარე შენობის გარემონტებაზე მთავრობამ უარი განაცხადა და ქუმსიშვილის უწყება მის გასხვისებას გეგმავს. რაც შეეხება არქეოლოგიურ ცენტრს და იქ მომუშავე ათობით მეცნიერს. მათი ბედი გაურკვეველია, ასევე გაურკვეველია რა ელის ცენტრის საცავებს.. კომიტეტის წევრები ფიქრობენ რომ არქეოლოგიური ცენტრების გასხვისების უკან ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების ფინანსური ინტერესები დგას.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა. რომ უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე შენობის ერთი ნაწილის ავარიულობის გამო, იგეგმება შენობის გასხვისება რის შედეგაც თბილისის არქეოლოგიური ცენტრის არსებობა საერთოდაც ეჭვისქვეშ დგება. ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა რომ ეროვნული მუზეუმის ქონების “კაპიკებში“ ხელში ჩაგდების უკან ეკონომიკის მინიტრის დიმიტრი ქუმსიშვილის და მისი პირველი მოადგილის ირმა ქავთარაძის ინტერესები დგას. სწორედ ქუმსიშვილის გადაწყვეტილებით გასხვისდა 2015 წლის დეკემბერში მცხეთის არქეოლოგიური ბაზა, საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნები ეროვნული მუზეუმის ბლანსზე არსებული ქონების ხელში ჩაგდებით არიან დაინტერესებული.

-ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქუმსიშვილის უწყება მიზან მიმართულად ასხვისებს ეროვნული მუზეუმის ქონებას დიმიტრი ქუმსიშვილი არის ის ადამინი ვინც მოაწერა ხელი საყდრისის აფეთქებას და ამ ქმედებით უამრავი პრივილეგია მიიღო – ფაქტიურად ვიცე პრემიერობისკენ გაეხსნა გზა. ჩვენ გვაქვს მასალები მისი პირველი მოადგილის წინაღმდეგ საუბარია ირმა ქავთარძეზე. ჩვენი უახლოეს მომავალში დავდებთ ამ ქალბატონზე და მისი ოჯახის წევრებზე სკანდალურ ფაქტებს უბრალოდ მანამდე დავუსვავ კითხვას ვიცე პრემიერს ბატონ ქუმსიშვილს –  იცის თუ არა მან რას საქმიანობს დღეს ირმა ქავთარაძის მეუღალე და თუ არ იცის, მაშინ დაინტერსდეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ეკონომიკის სამინისტროს, ხელი აიღოს მუზეუმის ქონებაზე და შეაჩეროს ქონების გაჩუქება.

საყდრისის დაცვის კომიტეტი უახლოეს დღეებში მიმართავს მთავარ პროკურატურას მასალებით რომელიც ეკონომიკის სამინიტროს მიერ ჩადენილ დანაშაულს ეხება. – აცხადებს ირაკლი მამალაძე.

წყარო: Prime Time

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s