ეკონომიკის სამინისტრო – მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მუზეუმი თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა

21:44 30-03-2016

ეკონომიკის სამინისტროს - მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მუზეუმი თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მუზეუმი არ შეესაბამებოდა თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

“საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე N27-ში მდებარე მუზეუმის შენობასთან დაკავშირებით განმვარტავთ, რომ 2015 წლის 15 დეკემბრის მთავრობის დადგენილებით, ფიზიკურ პირს დავით ისახანაშვილს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საკუთრებაში გადაეცა ქალაქ მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე N27-ში მდებარე 2653.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.

სანაცვლოდ, ინვესტორმა აიღო ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში, სსიპ “საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან” შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ქ. მცხეთაში, არმაზის დასახლებაში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 10350 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ააშენოს არანაკლებ ორსართულიანი, 867 კვ.მ. ფართის მქონე შენობა-ნაგებობა, რომელსაც ახალი მუზეუმის მოსაწყობად, გარემონტებულ მდგომარეობაში, უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საინვესტიციო პროექტის ღირებულება ერთის მხრივ, მნიშვნელოვნად აღემატება გადაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას, მეორეს მხრივ კი ცალსახად აუმჯობესებს ეროვნული მუზეუმის ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობებს.
ეროვნული მუზეუმის განცხადებით, ქ. მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე 27-ში მდებარე მუზეუმი არ შეესაბამებოდა თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს, რაც საფრთხეს უქმნიდა იქ დაცულ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგად სხვადასხვა წლებში აღმოჩენილ ექსპონატებს და კვლევით მასალებს.

ახალი შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე კვლევითი ლაბორატორიით და საგანმანათლებლო სივრცით. დაბეჯითებით აღვნიშნავთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მოთხოვნები სრულად გათვალისწინებული და ასახულია ინვესტორის მიერ ნაკისრ ვალდებულებებში. ასევე ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ მუზეუმის უკლებლივ ყველა თანამშრომელი მუშაობას გააგრძელებს თანამედროვე სტანდარტების ახალ მუზეუმში, უკეთეს სამუშაო პირობებში”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/373072-ekonomikis-saministros-mckhethashi-aghmasheneblis-quchaze-mdebare-muzeumi-thanamedrove-samuzeumo-standartebs-ar-sheesabameboda.html
***
საყდრისის კომიტეტის მოკლე შენიშვნა
ეკონომიკის სამინისტროს  ამ განცხადებიდან სჩანს, რომ აზრზე არ არიან რა გაყიდეს.
მცხეთაში, აღმაშენებლის N27-ში მდებარეობდა მცხეთის არქეოლოგიური ბაზა, რომელიც 2015 წლის დეკემბერში გაყიდეს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად. ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი აქვთ სასტუმროს აშენება, ბაზის ტერიტორიაზე კი სასტუმროს ავროსადგომი.  ბაზის ტერიტორიის  სანაცვლოდ ინვესტორმა არმაზის ხევში უნდა ააშენოს ახალი ბაზა.
მცხეთის მუზეუმის შენობა  კი გაიყიდა დაახლოებით  7 წლის წინ 700 000-ად და დღემდე ვერ მოიძებნა ტერიტორია მის ასაშენებლად (მცხეთაში ფიზიკურად არ არის თავისუფალი ტერიტორია).  მუზეუმის 25 ათასზე მეტი ექსპონატი კი ინახება ერთერთი დაწესებულების სარდაფში.
Advertisements

One thought on “ეკონომიკის სამინისტრო – მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მუზეუმი თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა

  1. დავიწყოთ იმით, რომ 1–ეკონომიკის სამინისტროს თურმე ჰგონია, რომ აღმაშენებლის 27-ში მუზეუმი გაასხვისა ( მით უარესი მისთვის) . 2– როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ეს შენობა “საფრთხეს უქმნიდა იქ დაცულ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგად სხვადასხვა წლებში აღმოჩენილ ექსპონატებს და კვლევით მასალებს.”, აბა რა გაარემონტა მორგოშიას კომპანიამ მისთვის გადაცემული არქეოლოგიური ბაზის 1000 კვ.მ ფართის სანაცვლოდ? თუ ცუდად გაარემონტა და ამას აღიარებთ? 3–რის საფუძველზე აცხადებს სამინისტრო, რომ “საფრთხეს უქმნიდა იქ დაცულ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგად სხვადასხვა წლებში აღმოჩენილ ექსპონატებს და კვლევით მასალებს.” მაშინ, როცა ჩვენ გვაქვს ეროვნული მუზეუმის განცხადება ამ შენობასთან დაკავშირებით, სადაც მსგავსი რამ არ წერია. მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს ზეწოლით ეროვნული მუზეუმი იძულებული იყო განეცხადებინა თანხმობა და მცხეთის არქეოლოგიური ბაზის სანაცვლოდ არმაზის ხევის ბაზაში გადასვლაზე დათანხმებულიყო. ვინაიდან არმაზისხევის ბაზა მთლიანად ამორტიზებულია,როგორც ამ განცხადების პირველ გვერდზეა მითითებული, ეროვნული მუზეუმი ითხოვს, არქეოლოგიური ბაზის სრულყოფიულად ფუნქციონირებისათვის 2000 კვ,მ შენობის აგებას. რადგან იქ უნდა განთავსდეს როგორც მცხეთის ბაზის , ასევე არმაზისხევის ბაზაში უკვე არსებული არქეოლოგიური მასალა. მაგრამ მაშინდელმა პრემიერმა ღარიბაშვილმა ისახანაშვილს ( ანუ მორგოშიას ) დაავალა ” არანაკლებ 867″ ფართის აშენება-გარემონტება

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s