“საყდრისის საზოგადოებრივმა კომიტეტმა” თბილისის არქეოლოგიური ცენტრის შესაძლო გასხვისება გააპროტესტა

centri30 მარტი, 2016

“საყდრისის საზოგადოებრივმა კომიტეტმა” დღეს, უზნაძის ქ. #14-ში თბილისის არქეოლოგიური ცენტრის შესაძლო გასხვისება გააპროტესტა.

“საყდრისის საზოგადოებრივი კომიტეტის” წევრების განცხადებით, ქალაქის ცენტრალურ უბანში, კერძოდ, უზნაძის ქუჩის 14-ში მდებარე შენობის გარემონტებაზე მთავრობამ უარი განაცხადა და მისი გასხვისება იგეგმება.

მათივე თქმით, არქეოლოგიურ ცენტრის და იქ მომუშავე ათობით მეცნიერის ბედი გაურკვეველია. ასევე უცნობია, რა ელის ცენტრის საცავებს. კომიტეტის მოთხოვნაა, არქეოლოგიური ცენტრის თანამშრომლებისთვის სასწრაფოდ მოინახოს დროებითი სივრცე, სადაც მათ ექნებათ სამუშაო პირობები; სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან გამოინახოს ფინანსები და რემონტი ჩაუტარდეს ეროვნული მუზეუმის საკუთრებაში მყოფ დიღომში მდებარე თბილისის არქეოლოგიური მუზეუმის შენობას, სადაც არქეოლოგიური ცენტრის საცავები განთავსდება; უახლოეს პერიოდში შედგეს არქეოლოგიური ცენტრის შენობისათვის პროექტი და უზნაძის ქ. #14-ში ახალი შენობის ასაშენებლად ფინანსები გამოიყოს.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/373039-qsaydrisis-sazogadoebrivma-komitetmaq-thbilisis-arqeologiuri-centris-shesadzlo-gaskhviseba-gaaprotesta.html

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s