წერილი მცხეთის ხელისუფალთ

 
 12647103_1310164695666311_5015703444556953502_n[1]
 
დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორს ნუგზარ ყიფიანს
 
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ავთანდილ ნემსიწვერიძეს
 
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ზაურ ღვინიაშვილს
 
ქალაქ მცხეთის გამგებელს, ბატონ ზურაბ აბესაძეს

ინტერნეტ-მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ჩვენთვის ცნობილი გახდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბერის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც, ქ. მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩა №27-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 2653.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.07.07.852), პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცა ფიზიკურ პირ დავით ისახანაშვილს (პ/ნ: 01024070232).

მცხეთის არქეოლოგიური შესწავლა მე-19 საუკუნეში დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება.
1930-იანი წლებიდან მცხეთასა და მის მიდამოებში ფართომასშტაბიან არქეოლოგიურ გათხრებს ჩაეყარა საფუძველი. აღმოჩენილი და შესწავლილი იქნა კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლები, რომელთა საფუძველზეც არმაზი, მცხეთის ტერიტორია „სახელმწიფო არქიტექტურულ ნაკრძალად“, ხოლო ქ. მცხეთა არქეოლოგიურ და არქიტექტურულ ნაკრძალად გამოცხადდა.

1968 წელს მცხეთას ქალაქ-მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. 1994 წელს UNESCO-ს „მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში“ შევიდა მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოველი და სამთავროს მონასტერი. 2006 წელს დამტკიცდა ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები.

უკანასკნელ წლებში მცხეთის არქეოლოგიურ ძეგლებს სერიოზული პრობლემები შეექმნა. არაერთხელ მოხდა უხეში ფიზიკური ჩარევა ანტიკური ხანის მცხეთის, არმაზის, წიწამურისა და სარკინეს ნაქალაქებზე. განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათ შორის არქეოლოგიური (არმაზციხე, წიწამურის ნაქალაქარი, სამთავრო, ქ. მცხეთა) UNESCO-ს მონიტორინგის ქვეშ არის მოქცეული. UNESCO-ს მიერ გამოქვეყნებული „მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე განხორციელებული გაერთიანებული მონიტორინგის მისიის ანგარიშის“ მიხედვით მცხეთის ძეგლები ისევ საფრთხეში მყოფ ძეგლთა სიაში დარჩა.

მცხეთის არქეოლოგიურ ბაზაზე განთვსებულია : მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოპოვებული კრანიოლოგიური და ოსტეოლოგური მასალა. ანთროპოლოგიური კოლექცია 10 000 მეტი ინდივიდის ჩონჩხს მოიცავს, რომლებიც სხვადასახვა ეპოქის ორმოცდაათამდე ძეგლიდან არის მოპოვებული, ბიბლიოთეკა, არქივი, ფოტოტეკა, მეცნიერ-თანამშრომელთა ორი სამუშაო ოთახი და ორი საძინებელი. შენობა უზრუნველყოფილია ყველა სახის კომუნიკაციით. მცხეთის არქეოლოგიური ბაზა ერთადერთია ამ რეგიონში სადაც შესაძლებელია არქეოლოგიური საკვლევა-ძიებო სამუშაოების დაგეგმვა და წარმართვა. არმაზისხევის ბაზა მდებარეობს მცხეთა – ძეგვის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე. ამჟამად, არმაზისხევის ბაზა ძირითადად არქეოლოგიური მასალის საცავად არის გამოყენებული. ბაზის ერთ ნაწილში ამჟამადაც მიმდინარეობს 2014 – 2015 წწ. არმაზისხევის კომპლექსში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალების დამუშავება. საქართველოს ეროვნული მუზეუმი არმაზისხევის კომპლექსის არქეოლოგიურ კვლევის გაგრძელებას მომავალ წლებშიც აპირებს.

2016 წლის 2 თებერვალს კი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ არქეოლოგიურ კვლევებს ერთ-ერთი ობიექტი არის ძალისას ნაქალაქარი ძალისა – ანტიკური ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია ქართლის (იბერიის) სამეფოს ტერიტორიაზე. ნაქალაქარი მდებარეობს დღევანდელ სოფელ ძალისში, მუხრანის ველზე, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ის დაშორებით.

არქეოლოგიური ბაზის გასხვისება კერძო ინვესტორზე ერთი მხრივ ხელს შეუშლის არქეოლოგიური კვლევების სრულფასოვნად განხორციელებას, ხოლო მეორე მხრივ, საფრთხე ექმნება ქალაქ მცხეთას- როგორც მუზეუმ-ნაკრძალს.

ასეთ საკითხებში შეცდომები ქვეყანას და მომავალ თაობებს განსაკუთრებით ძვირად შეიძლება დაუჯდეს. საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით თქვენი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოთ მოქმედებები, რომლითაც შესაძლებელი გახდება მცხეთის არქეოლოგიური ბაზის დაბრუნება ეროვნული მუზეუმისათვის, ხოლო მცხეთის განაშენიანებისა და განვითარება-დაგეგმარებაში უზრუნველყოთ ისტორიკოსების, ხელოვნებათმცოდნეების, ამ თემით დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობა.

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი

23.02.2016

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s