ართვინში, 3000 -მდე ქართველი თურქულ პოლიციას დაუპირისპირდა

12745912_1050768344983370_1301924385746445626_n[1]
ართვინში (ყოფილ სამხრეთ ბათუმის ოლქი თურქეთში) ადგილობრივი ქართველები  ტყის გაჩეხვას აპროტესტებენ.  ტერიტორიას ოქროს საბადოს გასახსნელად ამზადებენ. რიზე – ერზრუმის ტრასები პარალიზებულია. მდგომარეობის გამწვავება 17 თებერვალს დაიწყო, ქართველებმა გადაკეტეს გზები და მძიმე ტექნიკას არ უშვებენ ოქროს საბადოს ტერიტორიაზე.

ართვინ-ბოლნისის ბელტი – გეოლოგიურად ასე ეწოდება რეგიონს, რომელიც მოიცავს თურქეთის, საქართველოს, სომხეთისა და ირანის ტერიტორიებს. გამოირჩევა  ოქროს კარგი გამადნებით. მთელ ამ რეგიონში ლიცენზიები ნაყიდი აქვს ჩვენთვის კარგად ნაცნობ RMG-ის მეპატრონეებს. კომპანიას ართვინში სხვა სახელწოდება აქვს,  მოქმედების სქემა კი იგივე: იქაც ხელისუფლების მაღალ წრეებთან არიან დაახლოებულები და სარგებლობენ მათი მხარდაჭერით

ართვინელები ჩვენზე მეტად ინფორმირებულები არიან, იციან რა მოელის ამ რეგიონს და ამიტომაც ასე თავგამოდებით იბრძვიან, ჩვენგან განსხვავებით.

თუ ვინმემ არ გააჩერა ეს ოქროს მომპოვებელი კომპანიები, მთელ სამხრეთ კავკასიას გადახსნიან, გაანადგურებენ ბუნებას  და ყველგან ციანირების აუზებს მოაწყობენ.

საყდრისის კომიტეტი უსურვებს ართვინელებს გამარჯვებას ამ რთულ ბრძოლაში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s