შეხვედრა კულტურის სამინისტროში

Untitled2 თებერვალს გაიმართა საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის შეხვედრა კულტურის სამინისტროში. შეხვედრას ესწრებოდნენ: მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, იურიდიული დეპარტამენტიდან ნოდარ რაზმაძე, სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტიდან ბესიკ მაცაბერიძე, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, მისი მოადგილე მიხეილ წერეთელი, არქეოლოგი ირინე ღამბაშიძე, რესტავრატორი  ნინო კალანდაძე, ბოლნისი მუზეუმის პროექტის კონკურსში გამარჯვებული არქიტექტორი.ჯი-ის წარმოამდგენელი გიორგი კიკნაძე.

ბატონმა დავით ლორთქიფანიძემ გაგვაცნო მათ მიერ შემუშავებული ბოლნისის მუზეუმის კონცეფცია. იმედი გაგვიჩნდა, რომ საყდრისისადმი მიძღვნილი კუთხე ღირსეულად იქნება წარმოდგენილი.

კომიტეტი დაინტერესდა, რა გზით აკონტროლებს კულტურის სამინისტრო RMG GOLD-ის მიერ აღებული ვალდებულების სრულყოფილად შესრულებას. იურისტის მიერ გაცემული პასუხი კი ასეთია, რომ დადებულია ხელშეკრულება და კომპანია ვალდებულია, შეასრულოს მისი პირობები.
კომიტეტი ასევე დაინტერესდა, თუ როგორ მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ მათთვის განსახილველად გადაცემული ჩვენი წერილის ხელახალი შესწავლა, რომელიც ეხებოდა მცხეთის არქეოლოგიურ ბაზას.
გამოვთქვით სურვილი, მცხეთის განაშენიანება-განვითრების დაგეგმარებაში აქტიურად ჩაერთონ ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, საზოგადოება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s